საჯარო მოხელეთა მობილობის წესში ცვლილება შევიდა

მთავრობის „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ დადგენილებაში, ცვლილებები შევიდა.

აღნიშნული წესი საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას პროფესიული საჯარო მოხელის მობილობას ეხება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ წესში შესული ერთ-ერთი ცვლილებების თანახმად, თუ მოხელე შეთავაზებულ პოზიციაზე უარს განაცხადებს მას კომპენსაციის მიღება შეეძლება. კერძოდ, მთავრობის 15 მაისის დადგენილების თანახმად, „თუ მოხელე შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე უარს განაცხადებს, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“

მაშინ როცა, არსებული რედაქციით, თუ მოხელე შეთავაზებულ პოზიციაზე უარს იტყოდა, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება, თუმცა, კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე.