როგორ გამოიყურება სახლი, სადაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ცხოვრობენ (+ფოტო)

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

მათ არც ახალი სამეფო წყვილის საცხოვრებელი სახლი დარჩენიათ უყურადღებოდ.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის წყვილი კენსინგტონის სასახლესთან, ნოტინგემის 1 300 კვადრატული ფუტი ფართობის კოტეჯში ცხოვრობს, რომელსაც 2 საძინებელი, 2 მისაღები, სააბაზანო და პატარა ბაღი აქვს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ უცხოური მედიის ცნობით, სამეფო წყვილი უახლოეს მომავალში შესაძლოა, სასახლის Apartment 1-ში გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ჯვარი 19 მაისს დაიწერა.

იხილეთ ფოტოგალერეა