"ფამფტრეკები" თბილისში - რა იდეით მიმართა მოქალაქემ მერიას

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 111 მიმდინარე, 145 დაბლოკილი, 424 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 10 იდეა კი განხილვის პროცესშია. ამ 10-დან ერთ-ერთი იდეის ავტორი თბილისში PUMPTRACKS-ს მრავალფუნქციური ველო-მოედნების მოწყობას ითხოვს.

"ფამფტრეკები" ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული მრავალფუნქციური მოედნებია, რომლებიც რეკრეაციული და სპორტული მახასიათებლებით გამოირჩევა. მარტივი და უსაფრთხო კონსტრუქციიდან გამომდინარე მისით სარგებლობა თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვისაა შესაძლებელი. მასზე გადაადგილება შეუძლით: ველოსიპედებს; სკეიდბორდებს; ლონგბორდებს, როლიკებს; ე.წ. სკუტერებს (ძრავიანი მოპედები არ იგულისხმება).

საქართველოში არსებობს "ფამფტრეკის" ერთი ვარიანტი რომელიც ველომოყვარულებმა საკუთარი სახსრებით მოვაწყეთ და ავაშენეთ, იგი მიწისგანაა დამზადებული და როგორც აღვნიშნე წვიმებზე და ზამთარში ართულებს მასზე გადაადგილებას, მაგრამ ზაფხულის განმავლობაში მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ხშირად რიგია. 2015 წელს აშენდა და მიიღო პირვანდელი სახე. ამ სამი წლის განმავლობაში დავეუფლეთ უმნიშვნელოვანეს ცოდნას, "ფამფტრეკის" დიზაინის, სტრუქტურისა და ფორმის შექმნაში, რომელიც გამოცდილებასთან ერთად მოვიდა. თბილისის მთავრობის დაინტერესების შემთხვევაში, მზადყოფნასა და სურვილს გამოვთქვამთ წარმოვადგინოთ პროექტები, აქტიურად ჩავებათ მენეჯმენტში და კოორდინაცია გავუწიოთ სამუშაო ეტაპებს,“-აღნიშნულია იდეის ავტორის მიერ წარდგენილ წინადადებაში.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა.