ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავი კიდევ გაძვირდა.კერძოდ, ფასებმა ზოგიერთი ტიპის საწვავზე 2-9 თეთრით მოიმატა.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, "გალფის" ავტოგასამართ სადგურებზე 3 თეთრით მოიმატა „სუპერის“ ფასმა და 2.58 ლარი ღირს; 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.37 ლარიდან 2.44 ლარამდე გაიზარდა; 9 თეთრით გაძვირდა „G-Force ევრო რეგულარი“ და 2.39 ლარი გახდა; 1 ლიტრი „რეგულარი“ კი 2.34 ლარი ღირს, მაშინ როცა 6 ივნისის მდგომარეობით, 2.25 ლარი იყო; „ევრო დიზელისა“ და დიზელის ღირებულება კი არ შეცვლილა და მათი ფასი შესაბამისად, 2.49 ლარი და 2.44 ლარია.
6 ივნისის შემდეგ საწვავის ფასი შეიცვალა „ლუკოილის“ სადგურებზეც. კერძოდ, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი 2.53 ლარი ღირს, მაშინ როცა 6 ივნისის მდგომარეობით, მისი ფასი 2.50 ლარი იყო, 3 თეთრით გაძვირდა „პრემიუმ ავანგარდი“ და 2.36 ლარი ღირს, 6 თეთრით მოიმატა „ევრო რეგულარის“ ფასმა და 2.26 ლარი გახდა; „ევრო დიზელის“ ფასი კი 2.30 ლარიდან 2.36 ლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება სხვა ავტოგასამართ სადგურებს, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე „ეკოპრემიუმის“ ღირებულება 5 თეთრით გაიზარდა და 2.52ლარი ღირს; 4 თეთრით არის გაძვირებული 1 ლიტრი „ევრო რეგულარის“ ფასი და 2.42ლარი ღირს; „დიზელ ენერჯის“ ფასი კი - 2.38 ლარიდან 2.42 ლარამდე არის მომატებული. რაც შეეხება, ეკო „სუპერისა“ და „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავს, „ეკო სუპერი“ 3 თეთრით გაძვირდა და 2.62 ლარი ღირს; ეკო დიზელის“ ფასი კი 6 თეთრით გაიზარდა და 2.52 ლარი გახდა.
„რომპეტროლის“ სადგურებზე კი „ევრო პრემიუმის“ ფასი - 2.46 ლარიდან 2.52 ლარამდეა გაზრდილი; 4 თეთრით გაძვირდა „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი და 2.42 ლარი ღირს; ამასთან, „efix ევრო დიზელი“ დღეის მდგომარეობით, 2.48 ლარი ღირს, მაშინ როცა 6 ივნისის მდგომარეობით, 2.45 ლარი იყო; ხოლო 1 ლიტრი „ევრო დიზელი" 4 თეთრით გაძვირდა და 2.42 ლარი ღირს; „სუპერის“ ღირებულება კი 2 თეთრით გაიზარდა და 2.62 ლარი გახდა.
6 ივნისის შემდეგ ფასები არ შეცვლილა „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე. კერძოდ, 1 ლიტრი „სუპერი“ - 2.58 ლარი ღირს,; „პრემიუმის“ ფასი - 2.45 ლარია; 2.33 ლარია 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი; „ევრო დიზელი“ 2.45 ლარი; ხოლო დიზელი - 2.33 ლარია.
აღსანიშნავია, რომ საწვავის ფასის ცვლილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ნავთობის საერთაშორისო ფასები სახელდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ნავთობის ფასები მცირდება მსოფლიოში. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2018 წლის 21 ივნისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 73,05 (-1,69) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 65,54 (- 0,17) დოლარი/ბარელზე.