2018 წლის იანვრიდან საქართველოში დაახლოებით, 3000-ზე მეტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი დარეგისტრირდა.აღსანიშნავია, რომ ამ 3 ათასიდან, თუ რომელიმე ავტომობილს საჭე გადაუტანეს, ისინი ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან.
ამასთან, 2018 წლის პირველი იანვრიდან პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაგავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, საჭის გადატანის შემთხვევაში შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა.