10 ყველაზე პოპულარული კროსოვერი მსოფლიოში (+ფოტოგალერეა)

პორტალმა Focus2move-მ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოში 10 ყველაზე პოპულარული კროსოვერი შეიყვანა.

ექსპერტების თქმით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საავტომობილო ბაზრის დაახლოებით 34% სწორედ აღნიშნულ ავტომანქანებზე მოდის. გარდა ამისა, იანვარ-მაისში 13%-ით მეტი კროსოვერი გაიყიდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კროსოვერებს.

1.Toyota RAV4

2018 წლის იანვარ-მაისში მსოფლიოში 335 000 Toyota RAV4-ი გაიყიდა.

2. Volkswagen Tiguan

მეორე ადგილზე აღმოჩნდა გერმანული Volkswagen Tiguan-ი. 5 თვეში 332 000 ერთეული გაიყიდა.

3. Honda CR-V

მესამე ადგილზე 275 ათასი ავტომანქანით გავიდა Honda CR-V.

4. Hyundai Tucson

მეოთხე ადგილზეა Hyundai Tucson, წელს 5 თვეში კომპანიამ 235 789 ავტომანქანა გაყიდა.

5. Nissan Qashqai

224 788 გაყიდული მანქანით მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა Nissan Qashqai.

6. Haval H6

Haval H6-ის მოდელის 200964 ავტომანქანა გაყიდია 2018 წლის 5 თვეში.

7. Mazda CX-5

მე-7 ადგილზე გავიდა Mazda CX-5. წელს 5 თვეში მსოფლიოში 198 136 მანქანა გაიყიდა.

8. Nissan Rogue

Nissan Rogue მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კროსოვერების ათეულში მე-8 ადგილზე აღმოჩნდა. წელს 5 თვეში მსოფლიოში 197 255 Nissan Rogue გაიყიდა.

9. Kia Sportage

2018 წლის 5 თვეში 192 773 ერთეული Kia Sportage გაიყიდა.

10. Baojun 510

ათეულს ასრულებს Baojun 510. წელს 5 თვეში მსოფლიოში ამ ბრენდის 189 709 გაიყიდა.

იხ. ფოტოგალერეა