პროფესიები, რომლებიც 25 წლის წინ არ არსებობდა (+ინფოგრაფიკა)

დღევანდელი მსოფლიო ტექნოლოგიების გავითარებისა და სამეცნიერო აღმოჩენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.შესაბამისად, ამან არა მარტო ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა, არამედ ახალი პროფესიები და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილები გააჩინა.

ინტერნეტის, სმარტფონებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ ისეთი პროფესიები შეიქმნა, რომელზეც რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოდგენაც არ გვქონდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ იმ პროფესიებს, რომელიც უახლოეს წარსულში არ არსებობდა.

სოციალური მედიის მენეჯერი - ეს პროფესია სოციალური ქსელების გაჩენის შემდეგ 21-ე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. დღეს კომპანიები თავიანთი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმას აქტიურად იყენებს.

app დეველოპერი - დღეს თანამედროვე ადამიანი მობილურს არა მხოლოდ კომუნიკაციისთვის, არამედ სხვადასხვა დამატებითი ფუნქციისთვისაც იყენებს. მობილურის განვითარებაზე კი app დეველოპერი ზრუნავს.

ვირტუალური ასისტენტი - ინტერნეტი კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ თანამშრომლების ნაცვლად ვირტუალური დამხმარე მსოფლიოს ნებისმიერი კუთხეში ჰყავდეთ.

ბლოგერი /ვლოგერი (იუთუბერი) – როდესაც 1994 წელს ბლოგი შეიქმნა, ის ადამიანების პირად დღიურს წარმოადგენდა. დღეს კი დიდ კომპანიებს ვებ-გვერდზე ბლოგის განყოფილებაც აქვს, ამისთვის კი მუდმივი თანამშრომელიც აჰყავს. 2005 წელს კი „იუთუბი“ შეიქმნა, სადაც ბლოგერებს დიდი შესაძლებლობები აქვთ. საინტერესო ვიდეოს ატვირთვის შემთხვევაში კი „იუთუბი“ ბლოგერს ფულსაც უხდის.

მაინერი

- ძლიერი კომპიუტერული შესაძლებლობების გამოყენებით მოიპოვებენ ელექტრონულ ვალუტას. ამ პროცესს კი მაინინგი ეწოდება.

დრონის მმართველი - ადამიანები, რომლებიც დრონს მართავენ, განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობენ ფილმის, კლიპის გადასაღებ მოედნებსა და ძალოვან სტრუქტურებში. დრონით კადრების აღბეჭდვა ღირშესანიშნავი თარიღების აღბეჭდვის ნაწილადაც იქცა.

ზუმბას და იოგას ინსტრუქტორი - ინსტრუქტორობისთვის მხოლოდ სასერთიფიკატო კურსის გავლაა საკმარისი. ამ პროფესიის ადამიანების რაოდენობა და პოპულარობა კი ბოლო წლებში, ფიზიკური აქივობის ამ სახეობების მიმართ მოთხოვნასთან ერთად იზრდება.

გენეტიკური მრჩეველი - ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მეცნიერების დონეც საგრძნობლად გაიზარდა. გენეტიკური მრჩეველი გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებების რისკებს აფასებს.

გრაფიკული დიზაინერი - გრაფიკული დიზაინერი თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ პროფესიის ადამიანების მოვალეობებში შედის: ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის შემუშავება, ვებბანერების დიზაინი, სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება და ა.შ

bpn

ლიკა ამირაშვილი