17 წლის ახალგაზრდას არტ-კაფე ბახმაროში, რომელიც საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

კურორტ ბახმაროში 17 ივლისს, კარიკატურისტთა საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.კარიკატურისტთა საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წელს პირველად ტარდება, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

გამოფენას, რომელშიც 46 ქვეყნის წარმომადგენელი 80-ზე მეტი ნამუშევრით იღებს მონაწილეობას, 17 წლის მარიამ ეჯიბიას მიერ შარშან გახსნილი არტ-კაფე უმასპინძლებს.

bpn

ეჯიბიას თქმით, დიდი სურვილი აქვს, რომ არტ-კაფე ბახმაროში ერთგვარ კულტურულ კერად ჩამოყალიბდეს და დამკვიდრდეს ტრადიცია, რომ ყოველწიურად შესაძლებელი იყოს კურორტზე სხვადასხვა საინტერესო პროექტების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა თუ ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და მათი საზოგადოებისთვის, უცხოელი სტუმრებისთვის გაცნობა იქნება შესაძლებელი.

„კარიკატურისტთა საერთაშორისო გამოფენას თითქმის ყოველწლიურად მასპინძლობენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი. საქართველოში მსგავსი ფესტივალი პირველად ტარდება და საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი. დამთვალიერებელს შეუძლია საიტ gigla.ge-ს ან ფეისბუქ გვერდ „გიგლას“ მეშვეობით დააფიქსიროს თავისი რჩეული ნამუშევარი.

ფესტივალის ორგანიზატორია მხატვარი ბესიკ დუღაშვილი. როგორც მან გამოფენის გახსნისას განაცხადა, სასიამოვნოა, რომ ხუთი წლის მცდელობის შემდეგ საქართველოში კარიკატურის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება მოხერხდა.

bpn

„მინდა მადლობა გადაუხადო მარიამ ეჯიბიას, რომელმაც დიდი სურვილი გამოთქვა ფესტივალის ფარგლებში პირველი გამოფენა მის არტ-კაფეში შემდგარიყო. საერთაშორისო გამოფენა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან კარიკატურა არ არის მხოლოდ ნახატი. კარიკატურა ასახავს პიროვნებებს, მოვლენებს იუმორით და ისეთი სიმართლით, რისი ხმამაღლა თქმაც ხშირად ადამიანებს უჭირთ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რაც მარტივად გაიგო 18 წლის მოზარდმა გაუგებარი აღმოჩნდა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ისე ცნობილი ბრენდებისთვის. ფესტივალით მხოლოდ კომპანია "კოკა-კოლა" დაინტერესდა. რომელმაც ღონისძიება უფასო გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყო,“-აღნიშნა დუღაშვილმა.

ბახმაროში გამოფენას არტ-კაფე 17 ივლისიდან 5 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

bpn