ენგურის ტურისტული ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ენგურჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ენგურის ტურისტული ცენტრის დეტალური პროექტის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ.პრეზენტაციის ფარგლებში, საპროექტო კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“, წარმოადგინეს ენგურის ტურისტული კომპლექსის აღმოჩენათა ცენტრის პროექტი, მუზეუმოგრაფია, გადმოსახედი პლატფორმები, პანორამული ლიფტები, ზიპლაინები, საბაგირო და ავტობუსის ტურები, წყლის სპორტის და გვირაბის პროექტები.
შეგახსენებთ, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის #476 განკარგულების საფუძველზე დააფუძნა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომელმაც განახორციელა ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. გამოცხადებულ კონკურსში შპს „კოკო არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება.