თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ვებგვერდზე 178 მიმდინარე, 182 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 11 იდეა განხილვის პროცესშია, ორი - შეთანხმებულია, 1 კი - უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, რომელიც მიკროავტობუსების გამოცხადებას გულისხმობს.
„იმის შემდეგ, რაც „მარშრუტკები“ მხოლოდ გაჩერებებზე აჩერებენ, ბევრ ადამიანს დისკომფორტი შეექმნა. მე მხარს ვუჭერ ეგეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ცოტა რომ დაგვეხვეწა ურიგო არ იქნებოდა. რაში მდგომარეობს პირადად ჩემი დისკომფორტი - გაჩერებამდე 5 მეტრით ადრე მარშუტკა უკვე აღარ გიჩერებს, ამიტომ როდესაც მეცოდინება, რომ ამ და ამ დროს მოდის მიკროავტობუსი, უკვე გავითვალისწინებ და დროსაც განვსაზღვრავ. განრიგი უნდა განთავსდეს გაჩერებებზე ან/და განკუთვნილ ვებგვერდზე,“- აღნიშნულია იდეაში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 9 სექტემბრამდეა შესაძლებელი.