რომელია 4 ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონის ბრენდი საქართველოში

მობილური აბონენტების 31% უპირატესობას „სამსუნგის“ ტელეფონს ანიჭებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, კომისია საქართველოში მობილური ტელეფონის ყველაზე პოპულარული 4 ბრენდის სიას აქვეყნებს. მათი ცნობით, საქართველოში ყველაზე პოპულარულია „სამსუნგის“ მობილური ტელეფონები.

მე-2 ადგილზეა - Microsoft/Nokia, რომლის აპარატებსაც მობილური აბონენტების 19% ფლობს; მას მოსდევს - iphone, რომელსაც უპირატესობას მობილურ აბონენტთა 11% ანიჭებს, მე-4 ადგილზე კი 9%-ით რეიტინგში HUAWEI-ა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ „სამსუნგი“ გაყიდული სმარტფონების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოშიც ლიდერობს. კერძოდ, International Data Corporation-ის (IDC) ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 71,5 მილიონი გაყიდული სმარტფონით პირველ ადგილზე არის კორპორაცია Samsung-ი. მეორეა ჩინური კომპანია Huawei, რომელმაც 54,2 მლნ სმარტფონი გაყიდა, მე-3 პოზიციას კი 41,3 მლნ სმარტფონის გაყიდვით Apple იკავებს.

ცნობისთვის, მსოფლიოში მეორე კვარტალში მთლიანად 342 მლნ სმარტფონი გაიყიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით ნაკლებია.