როგორ გამოიყურება ელიზაბეტ ტეილორის ყოფილი ვილა, რომელიც 15,9 მლნ დოლარად იყიდება

ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად უძრავი ქონების ბაზარზე ელიზაბეტ ტეილორის კუთვნილი ქონება გამოჩნდა.

ტეილორმა და მისმა მეორე მეუღლემ მაიკლ უილდინგმა ფეშენებელური ვილა ბევერლი-ჰილზში 1953 წელს შეიძინეს. ახლა კი სახლი 15,9 მლნ დოლარად იყიდება.

საუბარია დიდ სახლზე, 6 საძინებლითა და 7 სააბაზანო ოთახით, საიდანაც ქალაქისა და ოკეანის შესანიშნავი ხედი იშლება.

ამ სახლში, სადაც ელიზაბეტმა და მაიკლმა ორი ვაჟი გაზარდეს, წყვილი განქორწინებამდე, 1957 წლამდე ცხოვრობდა, რის შემდეგაც სახლი მაშინვე გაიყიდა.

იხილეთ ფოტოები