ახალი ვალდებულება ფერმერებს - ხორბლისა და ქერის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

მთავრობამ სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა დაამტკიცა.

როგორც 9 აგვისტოს დადგენილებაშია აღნიშნული, სავალდებულო სერტიფიცირებას ხორბალი და ქერი დაექვემდებარება.

მთავრობის აღნიშნული დადგენილება 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება.