პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში არსებულ ტექნიკურ შეცდომაზე საუბრობს და საჯარო სამსახურის ბიუროს ამ ხარვეზის გამოსწორებას სთხოვს.
საქმე ეხება გიორგი აბაშიშვილის მეუღლის სახელფასო შემოსავალს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ აბაშიშვილის მეუღლემ თეა მელიქიძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში ბანკირად მუშაობისას 2017 წელს ხელფასის სახით 1 008 003,63 ლარი აიღო.
„გაცნობებთ, რომ ჩემი - გიორგი აბაშიშვილის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში (N112728; 27.08.2018) დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ჩემი მეუღლის - თეა მელიქაძის მიერ მიღებულ წლიურ შემოსავლად ნაცვლად 1 008 003.63 ლარისა მითითებული უნდა იყოს 108 003.63 ლარი გთხოვთ უზრუნველყოთ აღნიშნული ხარვეზის გასწორება“, - აღნიშნულია გიორგი აბაშიშვილი მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსისადმი გაგზავნილ წერილში.