თბილისში, დიღომში იყიდება ბინა, რომლის ღირებულებაც 1 200 000 დოლარია (2 974 440 ლარი საუბარია, 12 ოთახიან სახლზე.
როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნაკვეთის საერთო ფართი - 1 400 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართი კი 1 050 კვადრატული მეტრია.
სახლი მოიცავს 6 საძინებელ ოთახს საკუთარი სველი წერტილით, საგარდერობო სივრცით და აივნებით, სამზარეულოს საერთო მისაღები ოთახით, საერთო სველ წერტილს. ამასთან, განმცხადებლის ცნობით, სახლი ავტომატიზირებულია და ელექტროენერგიის შეფერხების დროს ავტომატურად გადადის სარეზერვო გენერატორზე.
„სახლს აქვს - სპორტული დარბაზი, სპორტული დარბაზის და აუზის ცალკე სველი წერტილი, საუნა, აუზი, რომელიც სრულად აღჭურვილია ფილტრაციის და გათბობის სისტემით. ასევე რობოტიზირებულია მისი დასუფთავება. დაცვის სისტემები, სენსორები და კამერები. სახლი აღჭურვილი ავეჯით და ტექნიკით. გათბობა გაგრილება ხდება ცენტრალიზებული სისტემით, რომლის მართვა ინდივიდუალურად ლოკალური ზონების მიხედვით არის შესაძლებელი. ასევე ეზო არის მოპირკეთებული და ავეჯით გაწყობილი. არის 30 შეზლონგი და ეზოს მორწყვა სრულად ავტომატიზირებულია,“-აღნიშნულია განცხადებაში.
იხილეთ ფოტოგალერეა