წყალი „ელექსირი“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზრდას უწყობს ხელს

უკვე რამდენიმე თვეა ქართულ ბაზარზე წყალი „ელექსირი“ გამოჩნდა.როგორც მწარმოებელი კომპანია „ინო-ლაბის“ დირექტორი, ზურაბ მჭედლიშვილი „ბიზნესპრესიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ინოვაციური პროდუქტი შექმნილია ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე, რომელიც ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის მაღალი მნიშვნელობის გამო, ეფექტურად ებრძვის მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევს მათ მყისიერ განადგურებას. გარდა ამისა, არის ზრდის სტიმულატორი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამზადებულია საქართველოში.

კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე წარმოებაშია სოფლის მეურნებისათვის განსაზღვრული ცხრა პროდუქტი, მათ შორის ელექსირი ვაზისთვის, მსხვილფეხა საქონლისთვის, თევზისთვის, ხეხილისთვის, მარცვლეული კულტურებისთვის და ა.შ.

როგორც კომპანიის დირექტორი განმარტავს, უახლოეს მომავალში იგეგმება ხუთი ახალი პროდუქტის წარმოება, რომლის გამოყენებაც ზედაპირების დასამუშავებელად, დეზინფიცირებისთვის და მწერების წინააღმდეგაც მოხდება.

„ელექსირი“ არის ძლიერი ანტიმიკრობული საშუალება და ხელს უშლის სხვადასხვა სოკოვანი, ბაქტერიული თუ ვირუსული დაავადებების წარმოქმნასა და განვითარებას, ამასთანავე, ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას, წარმოქმნის დამცავ საფარს მცენარეზე. კონცენტრატის გამოყენების შედეგად, მომხმარებელი იღებს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ ბიოპროდუქტს“,-აცხადებს ზურაბ მჭედლიშვილი.

როგორც ამბობს, „ელექსირის“ წარმოების ტექნოლოგია კომპანიამ ავსტრიელი პარტნიორებისაგან შესწავლა. ამასთან, პროდუქტს მინიჭებული აქვს InfoXgen სერტიფიკატი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიცენზიაა ევროპაში ბიო პროდუქტების წარმოების დარგში.

ნინი ქეთელაური