სადახლოზე არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-სარკინიგზო” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სამგზავრო მატარებლის„ერევანი-ბათუმი-ერევანი“ ეჭვის საფუძველზე, მატარებლის გამცილებლის სომხეთის მოქალაქის გ.ს.-ს შემოწმებისას, აქციზური მარკების გარეშე, არადეკლარირებული ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის (IQOS) განკუთვნილი 5000 ღერი თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.