„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულმა კომპანიამ შეიძინოს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულმა waltbay ltd-მ შეიძინოს.აღნიშნული კომპანია „ყაზტრანსგაზისგან“ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ 100%-იანი წილის გამოსყიდვით არის დაინტერესებული.

როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ის არსებული დავალიანებებისგან გათავისუფლდება. ბოლო მონაცემებით, კომპანიას ფინანასთა სამინისტროს წინაშე 96 მილიონ 684 ათასი ლარის; „ყაზტრანსგაზისა“ და intergas finance bv-ს წინაშე კი 133 მილიონ 739 ათას 35 ლაის დავალიანება აქვს.

ამასთან, შეგახსენებთ,  რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის მფლობელ „ყაზტრანსგაზსსა“ და საქართველოს შორის საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს. კომპანია საქართველოსგან მიყენებული ზიანის 187 მილიონ 902 ათას 597 დოლარის ოდენობით და საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს. "ყაზტრანსგაზი" აპროტესტებს 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას.  მათ მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.

ცნობისთის, ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისს" შესაძლოა, მფლობელი შეცვლოდა. მაშინ სავარაუდო შემძენად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ სახელდებოდა.