საჯარო სამსახურში დასაქმება შესაძლოა, წერით კონკურსში მიღებული უმაღლესი ქულებით მოხდეს

საჯარო სამსახურში დასაქმება შესაძლოა, კონკურსში მიღებული უმაღლესი ქულებით მოხდეს.ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება, რომლის ავტორიც მოქალაქე ივანე ბლუაშვილია, პარლამენტში უკვე შესულია.

წინადადების თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის, დღეს მოქმედი კონკურსების წერითი მხარე ფორმალობას წარმოადგენს, გასაუბრება კი ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს.

შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების ავტორი მოითხოვს, რომ საჯარო სამსახურში კონკურსანტების დანიშვნა წერით კონკურსში მიღებული უმაღლესი ქულების საფუძველზე მოხდეს.

„ტესტები სამსახურის შესაბამისი კანონმდებლობის, სიმულაციების და საჭირო უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, დაცული იქნეს კონფედენციალურობა; დამრღვევი პირი კი დაისაჯოს კანონის შესაბამისად.

„ამასთან, აუცილებლად უნდა აღდგეს სარეზერვო სიების არსებობა, რათა კონკურსანტი, რომელიც ვერ მიიღებს სამსახურში მოსახვედრად საჭირო ქულებს, კონკურსიდან კონკურსამდე მოცემულ სამსახურში ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში მოხდეს უმაღლესი ქულის მქონე კონკურსანტის დანიშვნა. ასევე მკაცრად უნდა გაკონტროლდეს სარეზერვო სიების რეალობა,“-აღნიშნულია წინადადებაში.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა.