დედაქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე ასეული ერთეული გაჩერებულია, რისი მიზეზიც ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაა.ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირას“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კერძოდ, მისი თქმით, იმის გამო რომ ტესტირება ვერ გაიარეს მიკროავტობუსების 200-მდე ერთეული და ავტობუსების 100-მდე ერთეულია გაჩერებული.
ამასთან, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, ამ ტრანსპორტის ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს, რათა მათ ტესტირების გავლა შეძლონ.