როგორ იცვლებოდა ბოლო თვეებში რეგიონის ვალუტების კურსი დოლართან მიმართებით

19 აგვისტოდან 19 ოქტომბრამდე ლარი დოლარის მიმართ 13 პუნქტით გაუფასურდა. 19 აგვისტოს ერთი დოლარი 2,57 ლარი ღირდა, დღეს დადგენილი ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2,70 ლარია.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ქართულ ვალუტასთან ერთად რეგიონის ქვეყნებში მნიშვნელოვნად უფასურდება თურქული ლირაც, თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო დღეებში გამყარების ტრენდს ინარჩუნებს.

უმნიშვნელო ცვლილებას განიცდის რუსული რუბლი, უკრაინული გრივნა და სომხური დრამი. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მანათს, ის მყარ პოზიციას ინარჩუნებს და დღესაც, როგორც სამი თვის წინ ერთი დოლარი 1,70 მანათი ღირს.

გთავაზობთ, დოლართან მიმართებით რეგიონის ქვეყნების ვალუტების კურსის ცვლილებას:

bpn bpn bpn bpn bpn bpn

ელზა წიკლაური

ნინი ქეთელაური