ყველაზე იაფი ევროპული ქვეყნები მოგზაურობისთვის

მოგზაურობა ბევრი ადამიანის ჰობი ან უბრალოდ, ოცნებაა.მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ, შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც განსხვავებული ბუნება, შთამბეჭდავი პეიზაჟები, ლამაზი სანაპიროებია, რა ისტორიის მატარებელია ქვეყანა, არის თუ არა იქ განსხვავებული არქიტექტურული ნამუშევრები, ისტორიული ძეგლები და სხვადასხვა კულტურული თავისებურება.

გარდა ამისა, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორია ჩვენი ბიუჯეტი. სწორედ ამის მიხედვით იწყება კონკრეტული მიმართულებისა და ტურის მიმდინარეობის დაგეგმვა.

„ბიზნესპრესნიუსი“ Oktravel.ge-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთავაზობთ სამ ევროპულ ქვეყანას, სადაც შეგიძლიათ, დაბალი ბიუჯეტითაც  იმოგზაუროთ.

საბერძნეთი - ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო. საკურორტე ზონები საბერძნეთში მართლაც რომ მრავლადაა და მოგზაურობის მსურველებსაც ფართო არჩევანი აქვს. რაც მთავარია, ამ ქვეყანაში დასვენება მცირე ბიუჯეტითაც კი შესაძლებელია, რადგან ამჟამად, საბერძნეთის ტურის ღირებულება 1 ადამიანისთვის 450 ლარიდან იწყება.

ჩეხეთი - „ლუდის სახელმწიფო“ - ასე მოიხსენიებენ ხშირად ჩეხეთს ლუდისა და მოგზაურობის მოყვარული ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან იქ. კერძოდ, ამ ქვეყანაში მოგზაურობა მსურველებს 650 ლარიდან შეუძლიათ.

უნგრეთი - კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ევროპული ქვეყანა სამოგზაუროდ არის უნგრეთი. უფრო კონკრეტულად კი მისი დედაქალაქი ბუდაპეშტი, რომელიც მოგზაურთა ერთ-ერთი ფავორიტი ქალაქია და ყოველ წელს უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. იქ მოგზაურობა დაახლოებით, 800-900 ლარიდან არის შესაძლებელი.