სავალუტო ჯიხურებში დოლარი - 2.745 ლარად, ევრო კი 3.13 ლარად იყიდება

სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვა-გაყიდვა მოქალაქეებს 2.71-2.745 ლარის ფარგლებში შეუძლიათ, ერთი ევროს კი 3,11-3,12 ლარად.

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:45 საათზე ერთი დოლარი 2.7325 ლარად ივაჭრება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს დოლარისა და ევროს მიმართ.

11:45 საათის მონაცემებით, საბურთალოს რაიონში მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.733-2.735 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.726-2.73 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს ყიდვა კი 3.11- 3.12-ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 3.1-3.11 ლარად შეგიძლიათ.

თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ დოლარს 2.74 ლარად შეიძენთ, გაყიდვით კი 2.71 ლარად გაყიდით. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვა მოქალაქეებს 3.12 ლარად შეუძლიათ, სავალუტო ჯიხურები კი 3.08 ლარად იბარებენ.

წერეთლის გამზირზე კი ერთ დოლარის შეძენას მოქალაქეები 2.745 ლარად შეძლებენ, გაყიდვით კი 2.73 ლარად გაყიდიან. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვას 3.13 ლარად შეძლებთ, სავალუტო ჯიხურები კი 3.105 ლარად იბარებენ.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7251 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1194 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.