თბილისში, მშრალი, ზაარბრიუკენის ხიდის, დედაენისა და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 21 ნოემბერს დაიწყება და 26 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 899 520 ლარია. იხილეთ ფოტოგალერეა
სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 8 თვეა განსაზღვრული.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა: 9 მარტის და დედაენის ბაღების დამაკავშირებელი გვირაბი; დედაენის ბაღში ჩასასვლელი კიბე; ღია თეატრი და ნახატების გამოსაფენი სტენდები 9 მარტის ბაღში; მშრალი ხიდის ზ. გამსახურდიას სანაპიროსთან დამაკავშირებელი კიბე. იგეგმება ასევე - ხიდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორის მოწესრიგება; მტკვირს მხარეს გამავალი 9 მარტის ბაღის ტროტუარის გაფართოვება და კეთილმოწყობა და 9 მარტის ბაღის ზ. გამსახურდიას სანაპიროზე გამავალი ნაწილის მოწესრიგება.
„9 მარტისა და დედაენის ბაღებს შორის გვირაბი გაიჭრება, რომელიც დააკავშირებს ბაღებს, როგორც ფიზიკურად, ასევე ვიზუალურად. ხიდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაეთმობა ძველმანებით და ანტიკვარიატით მოვაჭრებს. მოხდება სივრცის კეთილმოწყობა. გზის გაყოლებაზე დამონტაჟდება დახლი-სკამების 3 რიგი.
9 მარტის ბაღში მოეწყობა ღია თეატრი, რომლის ტერასებიც არსებული რელიეფის ფორმებს გაიმეორებს. ტერასებს გააერთიანებს ორი კიბე, რომლებიც აგრეთვე შეასრულებენ გაუქმებული კიბეების შემცვლელის როლს. 9 მარტის ბაღსა და მტკვარს შორის არსებული ტერიტორია მოწესრიგება და გარე ვაჭრობის დაეთმობა. მოეწყობა ბილიკები, რომლებიც ჩავლენ მტკვრის სანაპირომდე. მდინარის გაყოლებაზე მოეწყობა ფეხით სასიარულო, რომელიც გაივლის ჩუღურეთის ხიდის ქვეშ და ამოვა დედაენის ბაღში. დედა ენის ბაღის ბოლოში, ერთ მხარეს განთავსდება კაფეები, მეორე მხარე კი დაეთმობა მაკლერებს,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.