„მოვალეთა რეესტრი გადავა ეროვნული ბანკის გამგებლობის ქვეშ. „შავი სია“ აღარ იქნება ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ჯადაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში - „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მოვალეთა რეესტრში აჟამად 750 000 მოვალეა და მის რეგულირებას 1-ლი იანვრიდან ეროვნული ბანკი მოახდენს.
ზოიძის თქმით, შავი სიიდან ამოღებით მოქალაქეებს ეძლევათ შანსი, ეკონომიკურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, ხოლო 1-ლი იანვრიდან ასამოქმედებელი რეგულაციები ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა აღარ აიღონ სესხი, თუკი მისი გადახდა არ შეუძლიათ.
„ძირითად ორგანიზაციებთან მიღწეულია შეთანხმება, დანარჩენ მიკროსაფინანსოებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. საბოლოო პირობები ჩამოყალიბდება და 3 დეკემბრისთვის უკვე გვეცოდინება რეალურად რა პარამეტრებზეა საუბარი. ვთვლით, რომ 600 000-ზე მეტ ადამიანზე უკვე მიღწეულია შეთანხმება.
საუბარია 2000 ლარამდე სესხზე (რაც არის პრინციპული თანხა, ნარჩენი ან თავიდან აღებული, მნიშვნელობა არ აქვს საჯარიმო საურავებს და ა.შ.), რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში გადახდა არ ფიქსირდება. ესენი ის ადამიანები არიან, ვინც გადაიწურეს იმედი, გამოთიშული არიან ეკონომიკურ საქმიანობას და პაქტიკულად, არალეგალურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან. სწორედ მათ მივცემთ მეორე შანსს. როგორ გამოიყენებენ, ეს მათზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ჩვენ, როგორც პასუხიმგებლიანი მთავრობა, ვიღებთ რეგულაციებს, რათა ეს შანსი ბოროტად არ გამოიყენონ და აღარ აიღონ სესხი, რომელსაც ვერ გადაიხდიან“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.