გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა ძვირდება. ახალი ფასების შესახებ ინფორმაცია მთის კურორტების განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა.
2018 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით გუდაურში 1-დღიანი აბონიმენტის ღირებულება 50 ლარი იქნება, შარშან მისი ფასი 40 ლარი იყო. 2-დღიანი აბონიმეტი კი 80 ლარის ნაცვლად 100 ლარი ერიღება. 3-დღიანი აბონიმენტის ფასი შარშანდელი 112-ლარიდან 140 ლარამდე გაძვირდა.
10-დღიანი აბონიმეტის ფასი უფროსებისთვის 420 ლარი, ბავშვებისთვის კი 260 ლარი ეღირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის ფასები სხვადასხვაა. 2017-2018 წლის სეზონზე კი 10-დღიანი აბონიმენტის ფასი 320 ლარი იყო უფროსებისთვის, 200 ლარი - ბავშვებისთვის.
რაც შეეხება საბაგიროთი ერთ ასვლას, ის წინა წლის მსგავსად 10 ლარი ეღირება, ამდენივე ღირს კობი-გუდაურის საბაგირო გზით სარგლებლობაც.
ცნობისათვის, 2018-2019 წლის ზამთრის კურორტებზე სეზონი 8 დეკემბრიდან გაიხსნება. 8 დეკემბერს სეზონი ოფიციალურად გაიხსნება კურორტ „გოდერძიზე“, ხოლო „გუდაურში“ - 15 დეკემბერს. ამასთან, დიდველის სათხილამურო ტრასა დამსვენებლებს 8 დეკემბრიდან მიიღებს, თეთნულდი-ჰაწვალის და კოხტა-მიტარბის ტრასები - 22 დეკემბერს.