სესხების განულების ვებგვერდი ჩაირთო

სესხების განულების ვებგვერდი vali.ge, სადაც მოქალაქეებს ჩამოწერილი ვალების ნახვა შეუძიათ, ჩაირთო.ვებ გვერდი დღეს, 18 საათზე უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საათ ნახევრის დაგვიანებით ჩართო.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს vali.ge-ს საშუალებით,  მოქალაქეებს შეეძლებათ თიბისის, საქართველოსა და ლიბერთი ბანკის ბაზები შეამოწმონ, არიან თუ არა სიაში, რომელში შესულ პირებსაც წლის ბლომდე სესხები ჩამოეწერებათ და ე.წ. შავი სიიდან ამოიღებენ.

როგორც ცნობილია, ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მთავრობის დაპირების მიხედვით, ვალების განულება 600,000 მოქალაქეს ეხება, მათ 2000 ლარამდე მოცულობის ერთ წელზე მეტად ვადაგადაცილებული ვალები

ჩამოეწერებათ. ვალებს "ქართუ ფონდი" ჩამოაწერს, რომლის ინფორმაციითაც, პროგრამის საფასური დაახლოებით 100 მილიონი ლარია.