2015 წლის პირველი მარტიდან იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი ძვირდება.
ყაზტრანსგაზ თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ეკა სარიას ინფორმაციით, 2015 წლის პირველი მარტიდან ერთი კბ/მ აირი იურიდიული პირებისთვის 15 თეთრით გაძვირდება: ”ამჟამად იურიდიული პირებისთვის 1 კბ/მ გაზი 75 თეთრი ღირს, პირველი მარტიდან კი მისი ღირებულება 90 თეთრი გახდება”.
მისივე თქმით, ფასის ცვლილება დოლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია: ”ფასის ცვლილება დოლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. ჩვენ დოლარში ვყიდულობთ გაზს და ვყიდით ლარებში, ამიტომ იძულებული გავხდით, ღირებულება გაგვეზარდა”,- აღნიშნავს ეკა სარია bpn.ge-სთან საუბრისას. შეკითხვაზე, გავრცელდება თუ არა აღნიშნული ცვლილება მოსახლეობაზეც, ეკა სარიას პასუხი უარყოფითია: ”მთავრობასა და ყაზტრანსგაზს შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, ეს ცვლილებები მოსახლეობას არ შეეხება”, - ამბობს ეკა სარია.