ყველაზე გავლენიანი ადამიანები ფინანსების სფეროში
ყველაზე გავლენიანი ადამიანები ფინანსების სფეროში
2 იანვარი / 2016
ფინანსების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგს „ბიზნეს ინსაიდერი“ აქვეყნებს. მათი დიდი ნაწილი ბანკების აღმასრულებელი დირექტორები, მაგნატები და საინვესტიციო ფონდების მენეჯერები არიან. რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომელმაც პირველი აქციები 11 წლის ასაკში შეიძინა. ახლა იგი 85 წლისაა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია ფინანსების სფეროში როგორც აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოში.

მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი. მას ხშირად აშშ-ის ეკონომიკის მცველს უწოდებენ. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქვეყანაში სამუშაო ადგილები მნიშვნელოვნად გაიზარდა, უმუშევრობის დონე კი
You must have Flash Player installed in order to see this player.
შემცირდა.

ხუთეულში შევიდა ასევე ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ამერიკელი ბიზნესმენი, აბიგაილ ჯონსონი და ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის ხელმძღვანელი, ლარი ფინკი.

ფინანსების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მარიო დრაგიმ. ანალიტიკოსების თქმით, დრაგიმ ევროზონის რეცესიიდან გამოყვანა შეძლო. იგი „იტალიის ბანკის“ ყოფილი მმართველია.

რაც შეეხება კიდევ ერთი ფინანსური ინსტიტუტის - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტინ ლაგარდს, მან მეცხრე ადგილი დაიკავა. იგი პირველი ქალია, რომელიც ამ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს 2011 წლიდან.

რეიტინგში მერვე ადგილზეა ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგი, რომელმაც სხვადასხვა სახის ბიზნესით 42 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონების დაგროვება შეძლო.
ფინანსების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდა ამერიკელი ფილანთროპი და ინვესტორი ჯორჯ სოროსიც. მან მე-16 ადგილი დაიკავა.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჩინურ კომპანია CEFC China Energy Company Limited- სთან გაფორმებული მემორანდუმი გვაძლევს საშუალებას ჩავთვალოთ, რომ ჩინეთი ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით, რეგიონში ყველაზე უფრო საქართველოში უნდა იყოს წარმოდგენილი
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავას ინფორმაციით, სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს.
ბრიტანული „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ პირველად საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, საბაკალავრო პროგრამის - ბიზნეს ადმინისტრირება-ფინანსების განხორციელებას იწყებს.
რუსეთის 2016 წლის ყველაზე მდიდრულ ქორწილებს შორის ქართველი სალომე კინწურაშვილისა და სომეხი მილიარდერის ვაჟის სარქის კარაპეტიანის, ასევე რუსი მილიარდერის ქალიშვილის ია სარქისოვასა და მიხეილ მახარაძის ქორწილები დასახელდა.
”ეროვნული ბანკი მკვდარია”, - ამ სახელწოდებით ეროვნული ბანკის შენობასთან საფინანსო ორგანიზაცია ”საქართველოს” მეანაბრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა.
ბანკებს აშკარად ლიკვიდობის პრობლემა აქვთ. მართალია, ფინანსურ სტრუქტურებში ამას არ აღიარებენ, თუმცა საბანკო სფეროს სპეციალისტები კომბანკების გასაჭირზე დამაჯერებლად საუბრობენ.
17 იანვარს საბანკო სექტორი სესხების გალარების პროგრამის დაწყებას მომზადებული ხვდება
მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
16.01.2017
წარმოშობით ებრაელი მაქსიმილიან გრიუნფელდი, რომელმაც 1940-იან წლებში მარტინ გრინფილდი დაირქვა, 1928 წელს იმიერკარპატების ოლქში დაიბადა.
სრულად
10.01.2017
დასავლური მედია „ზარას“ დამფუძნებელს ამანსიო ორტეგას „ესპანელ სფინქსს“ უწოდებს.
სრულად
06.01.2017
დავით კობახიძე დაახლოებით ოცი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. ქართველი კოლექციონერი საკმაოდ იშვიათი და მდიდარი კოლექციის მფლობელია.
სრულად
29.12.2016
PalitraNews-ის რუბრიკაში "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ.
სრულად
28.12.2016
მსოფლიო მას როგორც კომპანია Tesla Motors-ის მფლობელსა და დამფუძნებელს იცნობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
16.01.2017
17.01.2017
USD
1
USD
2.7211
2.7084
EUR
1
EUR
2.8961
2.8695
GBP
1
GBP
3.3233
3.2666
RUB
100
RUB
4.5745
4.5444