ხელნაკეთი ხის სათვალეები - ქართველი დიზაინერის ინოვაციური პროდუქტი
ხელნაკეთი ხის სათვალეები - ქართველი დიზაინერის ინოვაციური პროდუქტი
20 იანვარი / 2016
ხის სათვალეების შექმნის იდეა ლევან ლაშქარაშვილს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, თუმცა იდეისთვის ხორცშესხმა და ინოვაციურ ტექნოლოგიაზე მუშაობა ხუთი წლის უკან დაიწყო და პირველი ნიმუშები შექმნა.
ასე გაჩნდა L Wood.
სახელოსნოს მოწყობაზეც თავად იზრუნა. სახელოსნოში, რომელიც სახლში აქვს, ძირითადად მარტო მუშაობს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დამხმარეებიც ჰყავს. როგორც თვითონ ამბობს, არასდროს უცდია სახელმწიფო ორგანიზაციებიდან ან ფონდებიდან ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის მიღება.
სამუშაო მასალა: სათვალეების შესაქმნელად საჭირო მასალები უცხოეთიდან ჩამოდის. მინები იტალიურია. ხეები მრავალფეროვანი: აფრიკული კაკალი, ზეთისხილი და სხვა. ყველა მასალა აბსოლუტურად ნატურალურია. ხე კლიენტის სურვილის მიხედვით ირჩევა: თეთრი ხე, წითელი, შავი...
ყველაზე მნიშვნელოვანი: როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია. ასევე ის ფაქტი, რომ სათვალეები ხელნაკეთია. კოლექციის გაკეთების დროს, სათვალეების დიზაინს ლევან ლაშქარაშვილი ქმნის, თუმცა განსაკუთრებულ მოთხოვნებსაც ითვალისწინებს: ”თუ მოდის მსურველი, რომელსაც სათვალის ექსკლუზიური ფორმა სურს, ან თვითონ აქვს დიზაინი, ამ შემთხვევაში მათი მოთხოვნების გათვალიწინება მიწევს”, - აღნიშნავს ლევან ლაშქარაშვილი.
მომხმარებელი:
L Wood-ის პროდუქცია საზღვარგარეთ უფრო იყიდება, ვიდრე საქართველოში.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქართული ეკონომიკური რეალობისა და მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით, L Wood-ის სათვალეები ძვირად აღიქმება.
”ჩემს პროდუქციას საზღვარგარეთ უფრო ვყიდი. ჩვენთან ფასის ფაქტორი მნიშვნელოვანია. ზოგისთვის ძვირად აღიქმება. ხშირად მიწევს ხოლმე ახსნა, რატომ ღირს ჩემს მიერ დამზადებული სათვალე 400 ლარი. მაგრამ ევროპელებს არ სჭირდებათ ამის ახსნა. არის უცხოური კომპანიები, რომლებიც მთლიან კოლექციას მიკვეთავენ”,- ამბობს ლევან ლაშქარაშვილი.

ხის დადებითი თვისებები:
”ვფიქრობ, ხე ადამიანის ბუნებასთან არის ახლოს. ბავშვობიდან მიტაცებს ხეზე მუშაობა. ხეს უნიკალური თვისებები აქვს: პირველ რიგში, ბუნებრივი, ნატურალურია, სუნთქავს, თბილია. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მსუბუქია. როდესაც ადამიანი სათვალეს ირგებს, ძალიან მნიშვნელოვანია სათვალის პრაქტიკულობა. ხის სათვალე ცხვირს არ სტკენს, შესაბამისად, თავს არ ატკიებს”,- ამბობს ლევან ლაშქარაშვილი.
L Wood 5 წლის შემდეგ: ”ამ ტემპით თუ გავაგრძელეთ, ძალიან წინ წავალთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში L Wood, როგორც ქართული ბრენდი, რეალურად ჩამოყალიბდეს და მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს. რაც შეეხება გაფართოვებას, ეს მოთხოვნაზეა დამოკიდებული.”

ამ ეტაპზე ლევან ლაშქარაშვილი საგაზაფხულო კოლექციაზე მუშაობს. ზაფხულში კი თბილისში მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.


თამარ კორკოტაშვილი




კომენტარები (3)
21.01.2016
ჯავახელი
მიხარია ასეთი ადამიანების შესახებ რომ ვიგებ, წარმატებები და წინსვლა, პ.ს. სიამოვნებით შევიძენ სათვალეს და იქნებ მითხრათ სად იყიდება?
21.01.2016
ზრდილობიანი უზრდელი
შენნაირები გვიმრავლოს ღმერთმა. აბა შენ და ქარაქუცა პარლამენტარები ერთნი ხართ? წარმატებები მეგობარო!
მსგავსი სიახლეები
მაგნოლიას ასწლოვანი ხე ბობოყვათში, ზღვის სანაპიროსთან უკვე გადაიტანეს. როგორც კომპანია "ზიმოში" აცხადებენ, ხის გურიაში გადატანა უახლოეს დღეებში მოხდება.
კომპანია "ზიმოს" იურისტი, რომელსაც ციხისძირიდან გურიაში მაგნოლიის ხე გადააქვს, აცხადებს, რომ ბობოყვათის ტერიტორიაზე ხეებზე ტოტების მოჭრა მიმდინარეობს, თუმცა ამ სამუშაოებს მაგნოლიას გადატანასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, “9 აპრილის ბაღში” რამდენიმე გამხმარი ხე მოიჭრა, რათა გაზაფხულზე ახალი ხეები დაირგოს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დაზიანებული ხეების მოჭრის გაზრდილი სტატისტიკა სანიტარულ ჭრებს უკავშირდება, რომელიც სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე განახორციელეს.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, მილიონი ხის დარგვის პროექტი მომავალ წელს დასრულდება.
დედაქალაქის მერის დავალებით, თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარული ჭრის ღონისძიებები გრძელდება.
"ბალენსიაგას" მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას სათხილამურო ქურთუკი, მოდის გამოცემა Elle-მ 2016-17 წლის ზამთრის ყველაზე ტრენდულ სამოსად დაასახელა.
2017 წლის 1-ელი იანვრიდან თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელი გახდება ფიქალის ქვის და ხე-ტყის გამარტივებული წესით, მოკლე ვადაში და ხელმისაწვდომ ფასად მიღება
მდინარე ვერეს ხეივანში, ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურმა ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.01.2017
ჭურჭლის რეცხვა, მექანიკოსობა, კურიერობა, დამლაგებლობა - ეს იმ საქმიანობების არასრული ჩამონათვალია, რითაც თავს ირჩენდნენ მსოფლიოში ცნობილი მწერლები, სანამ სახელს გაითქვამდნენ.
სრულად
17.01.2017
PalitraNews-ის რუბრიკაში "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ.
სრულად
16.01.2017
წარმოშობით ებრაელი მაქსიმილიან გრიუნფელდი, რომელმაც 1940-იან წლებში მარტინ გრინფილდი დაირქვა, 1928 წელს იმიერკარპატების ოლქში დაიბადა.
სრულად
10.01.2017
დასავლური მედია „ზარას“ დამფუძნებელს ამანსიო ორტეგას „ესპანელ სფინქსს“ უწოდებს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
21.01.2017
22.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6763
EUR
1
EUR
2.8457
2.8457
GBP
1
GBP
3.2894
3.2894
RUB
100
RUB
4.4722
4.4722