პროფესიით ექიმი, მოწოდებით გლეხი
პროფესიით ექიმი, მოწოდებით გლეხი
2 თებერვალი / 2016
"ნამჯის სახლის აშენება 6.000 ლარი დაგვიჯდა. ფართობი სულ 36 კვმ-ია,­ მეორე სართულზე 18 კვმ საძინებელი გვაქვს. სახლში ისე თბილა, რომ ამ ზამთარში მაისურით დავდივარ... ქარ-წვიმის ხმა არ შემოდის, რადგან სახურავზეც 30-სანტიმეტრიანი ნამჯისა და თიხის ნარევია დაფენილი. იატაკის დასაგებად ლერწამი გამოვიყენეთ"

"პროფესიით ექიმი ვარ, მაგრამ მოწოდებით გლეხი", - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა დავით ჩაჩანიძემ. მან და მისმა მეუღლემ, არქიტექტორმა თინა სამადაშვილმა თბილისში უზრუნველი ცხოვრება დატოვეს და ზემო ბაკურციხეში (გურჯაანის რაიონი) ტრიალ მინდორში დასახლდნენ. საკუთარი ხელით ააგეს ნამჯის სახლი, რომელშიც უკვე ცხოვრობენ და
You must have Flash Player installed in order to see this player.
დიდი გეგმებიც აქვთ.

დავით ჩაჩანიძე:
- თავის დროზე, როცა ტრადიციული მედიცინიდან ჰომეოპათიაში გადავინაცვლე, ბევრი ამრეზით მიყურებდა. ოჯახში სამი თაობა ექიმები ვართ, მაგრამ სტერეოტიპი დავანგრიე... შემდეგი ნაბიჯი კი უფრო რადიკალური იყო...

- სოფლად გადასახლებას გულისხმობთ?­

- დიახ, საკუთარი ხელით ავაშენეთ სახლი, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი უნდა მოვიყვანოთ. ყოველდღიური მოხმარების საგნები (კბილის პასტა, საპონი, შამპუნი, კოსმეტიკური საშუალებები) თავად შევქმენით. არ იფიქროთ, რომ ღარიბები ვართ - 5 კომპანიის დამფუძნებელი ვარ და 3 კომპანიის დირექტორი, თინ­ასაც სოლიდური სამსახური ჰქონდა, მაგრამ ფულით ყველა­ საჭირო ნივთს ვერ იყიდი...

- მიგაჩნიათ, რომ ჯანმრთელობისთვის­ უვნებელ ტანსაცმელსა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვერსად შეიძენთ?
- დიახ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჯანმრთელი ცხოვრების წესით გვეცხოვრა და ქმედითი ნაბიჯებიც გადავდგით.

თინა სამადაშვილი:
- ჯერ იმაზე დავიწყეთ ფიქრი, მიწა სად შეგვეძინა. თბილისთან ახლოს შესაფერისი ვერ­აფერი ვნახეთ და კახეთს მივადექით. ზემო ბაკურციხე თბილისიდან 95 კილომეტრშია და სოფელი თითქმის მიტოვებულია. მხოლოდ 30 კომლიღა ცხოვრობს და ულამაზესი სახლებია კარაჭედილი. ვიყიდეთ მიწა სახლის ასაშენებლად.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად
კომენტარები (2)
03.02.2016
იზა
უფლის მადლი გფარავდეთ. ნამდვილად სამაგალითო და მისაბაძია თქვენი ცხოვრების წესი, გისურვებთ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას
03.02.2016
მარიამი
გისურვებთ წარმატებებს,ბევრს მოებაძოს თქვენთვის.ღმერთი გფარავდეთ და შეგეწიოთ თქვენს კეთილ-გონივრულ საქმეში.
მსგავსი სიახლეები
საქართველოში კანონში ”საექიმო საქმიანობის შესახებ“ ცვლილება შედის. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, უმცროს ექიმს
თუ ექიმი რეცეპტის გარეშე წამალს გინიშნავთ, გიწერთ ფურცელზე, რომელზეც აღნიშნულია კლინიკის ლოგო და ექიმის ვინაობა, ეს არის მტკიცებულება, რომ მან გარიგების პირობა შეასრულა და გასამრჯელო ეკუთვნის.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს.
"ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხის ნაცვლად სამ ძირითად მოთამაშეს მივიღებთ"
გაყიდვების მენეჯერი, ქოლცენტრის ოპერატორი და ოფისის მენეჯერი - საქართველოში ოპერირებული კომპანიები სწორედ ამ პროფესიის თანამშრომლებს ეძებენ ყველაზე ხშირად.
ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმები, 22 ოქტომბერს, ქალებსა და ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.
პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული მეთოდის დანერგვა დაიწყო.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, მობილური აპლიკაციების ბაზარი ევროკავშირში 2018 წლისთვის სამჯერ გაიზრდება და 18,7 მილიარდ ევროს მიაღწევს მაშინ, როცა 2013 წელს ეს მაჩვენებელი 6,1 მილიარდი ევრო იყო
ნებისმიერი პროფესია გარკვეულ რისკთან და ფსიქოლოგიურ, თუ ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არსებობს პროფესიები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.
49 წლის ბრიტანელი ექიმი ფილ დევისი მარსზე მიწებს ყიდის.
რუბრიკის სხვა სიახლეები
16.01.2017
წარმოშობით ებრაელი მაქსიმილიან გრიუნფელდი, რომელმაც 1940-იან წლებში მარტინ გრინფილდი დაირქვა, 1928 წელს იმიერკარპატების ოლქში დაიბადა.
სრულად
10.01.2017
დასავლური მედია „ზარას“ დამფუძნებელს ამანსიო ორტეგას „ესპანელ სფინქსს“ უწოდებს.
სრულად
06.01.2017
დავით კობახიძე დაახლოებით ოცი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. ქართველი კოლექციონერი საკმაოდ იშვიათი და მდიდარი კოლექციის მფლობელია.
სრულად
29.12.2016
PalitraNews-ის რუბრიკაში "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ.
სრულად
28.12.2016
მსოფლიო მას როგორც კომპანია Tesla Motors-ის მფლობელსა და დამფუძნებელს იცნობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
16.01.2017
17.01.2017
USD
1
USD
2.7211
2.7084
EUR
1
EUR
2.8961
2.8695
GBP
1
GBP
3.3233
3.2666
RUB
100
RUB
4.5745
4.5444