"ამ საქმისკენ 90-იან წლებში დაწყებულმა გაჭირვებამ მიბიძგა"
"ამ საქმისკენ 90-იან წლებში დაწყებულმა გაჭირვებამ მიბიძგა"
8 თებერვალი / 2016
"ოსტატობა შევარდნაძემ და იმდროინდელმა გაჭირვებამ მასწავლა - ახლა ხმლით ვარჩენ ოჯახს!"

"მხოლოდ ჯაჭვის პერანგი თვე-ნახევარი იქსოვება. თუ მეტი არა, პერანგს 15-20 ათასი რგოლი სჭირდება, ფარ-მუზარად-სამკლავურების დამზადებასაც დიდი დრო მიაქვს. მთლიანი კომპლექტის მომზადებას ერთი წელი მაინც უნდა"

საქართველოში ბრინჯაოს ხანიდან არაერთი სახეობის საომარი იარაღი მზადდებოდა (გორდა, სატევარი, დავითფერული, გველისპირული, ცხემლაიში, ხალიბური, ორლესული, სათუმახვილა, ჭოლაური, აფთი, ორპირი...), ბევრიც უცხოეთიდან შემოჰქონდათ (ხორასნული, ლეკური, ფრანგული, ბაზალა, ყამა, თილიყამყამი, ხანჯალი, ჯავარდენი...). დღეს ხმალ-ხანჯალი სცენურ სამშვენისადღა დარჩა, თითზე ჩამოსათვლელი გვყავს­ ხმლის ოსტატიც - თხუთმეტიოდე კაცი თუ იქნება. მათ შორის არის არბოშიკელი ზაზა ალადაშვილი, რომელიც მეხმლეც არის, ჯაჭვის პერანგებსაც ქსოვს და ფარებსაც აკეთებს.

ზაზა ალადაშვილის სახლში შესვლისთანავე თვალს ხვდება ოსტატის ხელით ნაშენი ბუხარი, ხის ცერაკიბე და დიდ კოჭებზე გაფიცრული ჭერი. კედლებს ხმალ-ხანჯლები და ჯაჭვის პერანგები ამშვენებს­. კოლექცია მართლაც შთამბეჭდავია - მის ხელს 500-მდე ხმალი და ამდენივე ხანჯალი გამოუჭედავს.

- ეს საქმე როგორ დაიწყეთ?
- ხელობით შემდუღებელი ვარ. 90-იან წლებში დაწყებულმა გაჭირვებამ მიბიძგა ამ საქმისკენ. თბილისის ბაზრობაზე­ ხმალი იყიდებოდა. ხელში დიდხანს ვატ­რიალე, ყიდვა მინდოდა, მაგრამ ფული არ მქონდა. შინ დავბრუნდი და... ხმლის გამოჭედვა გადავწყვიტე. მას მერე სათქმელად მაქვს - ოსტატობა შევარდნაძემ და იმდროინდელმა გაჭირვებამ მასწავლა-მეთქი - ახლა ხმლით ვარჩენ ოჯახს!

- არ ველოდი ასეთ დიდ კოლექციას...

- ეს რუსული კაზაკური ხმალია, ეს არაბული პირები - შამირი, კახური პირებიც აგერ არის, თურქულიც ინებეთ...გამიკეთებია მონღოლური სატევარი, ქართული ხმლების შეკვეთებიც არაერთი მქონია, აი, ერეკლე მეფის ხმალი დაახლოებით ამგვარი იყო. ამბობენ, ერეკლეს ხმალი 16 კილოგრამს იწონიდაო, ეს ლეგენდაა, ხმალი 7 კილოგრამზე მეტი არ შეიძლება იყოს - სტანდარტს ვერ გადახვალ. მრავალგვარი შეკვეთა მაქვს. ვის სატევარი­ უნდა, ვის - კავკასიური ან ქართლური­ ხმალი. მომიტანენ ნახატს ან ფოტოსურათს - ასეთი გამიკეთეო. გერმანული სატევარიც შეუკვეთიათ. მე და ჩემი მეუღლე­ ჯერ ნახაზს ვადგენთ, ჩემი ვაჟიც მეხმარება. ამის შემდეგ ვიწყებ პირის გამოწრთობას.

ლალი მეხრიშვილი

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 8 თებერვლის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად
კომენტარები (7)
28.11.2016
ციცო
გაიხარე ზაზა,კარგი მეუღლე,საუკეთესო მამა,მარჯვე ოსტატი
15.11.2016
გოგა
ზაზა დზიას ვენაცვალე და მთელ ოჯახს გმერთი იყოს მისი და მისი ოჯახის მფარველი
მსგავსი სიახლეები
თამარის და დავითის უძვირფასესი ხატები, დამწვარ ხეზე შესრულებული მადონა, ბრინჯაოთი მოხატული ალვის ხის ფესვი, სხვადასხვა ზომის ქანდაკებები, ფერწერული ნამუშევრები
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ოქროს მედლისთვის 170 000 ლარით დაჯილდოვდება.
კომპანია ,,აია ინტერტაიმენტი” ქუთაისის პარლამენტის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებულ 75 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
დუშეთის რაიონში მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული ორი სახელოსნო იხსნება.
"მოზელილი თიხისგან სორსალას ვამზადებთ - თიხას მაგიდაზე მანამდე ვაგორებთ, სანამ იმ ფორმას მიიღებს, რომ ქვევრს მორიგი რკალი შემოვალესოთ"
"თავდაპირველად ნაკეთობები რომ ვნახე, გავოგნდი. მაშინვე მივხვდი, რომ იმ წუთიდან სხვა აღარაფერი მაინტერესებდა"
"რამდენიმე ჯგუფი პირდაპირ დაძრწის საქართველოს მთიანეთში... ჩვენ­ი ანტიკვარული იარაღიც საქართველოდან გაიტანეს და თურქეთში გაყიდეს!"
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმში მონაწილეობის მიღების მიზნით, თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
01.12.2016
ვალუტის კურსის ცვლილება ადგილობრივ საავტომობილო ბაზარზე ნეგატიურად აისახა, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტომობილების რეალიზება.
სრულად
27.11.2016
ცნობილი ქართველი მუსიკოსი და პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ბრენდის „ჟაკ ლემანის“ ახალი ელჩი გახდა.
სრულად
26.11.2016
მარიკა კოდუა 23 წლის ფერმერია, რომელიც ზუგდიდის რაიონში, სოფელ დარჩელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
სრულად
25.11.2016
ხშირად რისკავს, ამაყობს შვილებით და ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად ყველა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო.
სრულად
23.11.2016
აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობს თუ რას მოიმოქმედებს თავისი პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაში.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854