"სამაჯური ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს" - ქართველი ბავშვების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გაიმარჯვა
"სამაჯური ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს" - ქართველი ბავშვების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გაიმარჯვა
12 თებერვალი / 2016
ქართველმა მოზარდებმა გიორგი შელეგიამ და ამირან აფციაურმა პორტატული ელექტროგენერატორი გამოიგონეს. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ხელის უნებლიე მოძრაობით წარმოქმნას ენერგია, რომლიც აკუმულირდება და usb-პორტის მეშვეობით მუხტავს ტელეფონს, პლანშეტს და სხვა გაჯეტებს. ბიჭების ამ გამოგონებამ "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე გაიმარჯვა, ასევე გახდნენ intel-ის სპეციალური პრიზის მფლობელები და Intel ISEF-ის საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსზე მიიღეს მიწვევა, სადაც მაისში გაემგზავრებიან. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან, თავიანთი გამოგონების შესახებ, გიორგი და ამიკო თავად გიამბობთ.

გიორგი შელეგია:
- მე და ამიკო პირველი კლასიდან ვმეგობრობთ, ერთ სკოლაში ვსწავლობთ. ამ გამოგონებაზე მუშაობა ოქტომბერში დავიწყეთ. გამომგონებელთა კონკურს "ლეონარდო და ვინჩისთვის" ვემზადებოდით. კონკურსზე მესამე ადგილზე გავედით. ჩვენი ხელსაწყო ფარადეის კანონზე, ელექტრომაგნიტური ველის ინდუქციაზე მუშაობს, რომელიც მაგნიტურ ნაკადს ენერგიად აქცევს, ამ ენერგიას ვააკუმულირებთ აკუმულატორში, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ტელეფონის დასამუხტად.

ამიკო აფციაური:
- დავრწმუნდით, რომ დედამიწაზე ბევრი ენერგია იხარჯებოდა ფუჭად, ამიტომაც გადავწყვიტეთ ენერგიის ახალი წყაროს მოძიება და ამ ხელსაწყოს შექმნა. გვყავდა კონსულტანტები პროფესორი თემურ ჩიჩუა და რუსუდან ბოლქვაძე. ჩვენი სკოლის დამსახურებაც არის, ამ წარმატებას რომ მივაღწიეთ. ეს იყო პირველი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მცდელობა, როცა ვცადეთ ხელსაწყოს გამოგონება, ვსწავლობდით ფიზიკას და ერთად ვუშაობდით ამ გამოგონებაზე.

- როგორ გამოიყურება თქვენი ხელსაწყო?
- ეს არის ჩვეულებრივი ქამარი, რომელზეც დამაგრებულია ჩამრთველი, შუქ-დიოდი და USB პორტი. გარედან არ ჩანს ეს ყველაფერი, ამას მოყვება სამაჯური, რომლითაც ოთხი ნეოდიუმის მაგნიტია დამაგრებული. გენეტატორი შედგება ქამრისა და სამაჯურისგან, რომელიც ასევე ასრულებს საათის ფუნქციას (იგეგმება SMART WACH-ის ფუნქციის დამატება), აქსესუარი ვიზუალურად არაფრით გამოირჩევა ანალოგებისაგან, თუ არ ჩავთვლით ფუნქციურ დატვირთვას.

- რამდენი ხანი სჭირდება თქვენი ხელსაწყოს დამუხტვას?
- ამ მონაცემებით რაც გავაკეთეთ, აკუმულატორის დატენვას სჭირდება 7 საათი. ბიჭები მუშაობენ ამ მონაცემის 3 საათამდე დასაყვანად. ეს არის გარანტირებული, პორტატული ენერგიის წყარო, რომელსაც ყველგან გამოვიყენებთ. ვაპირებთ ამ შედეგის გაუმჯობესებას კონკურსისთვის, რომელიც არიზონას შტატში ჩატარდება, ჩვენთან ერთად ამერიკაში კიდევ ოთხი გუნდი გადის საქართველოდან.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
კომენტარები (8)
28.02.2016
თამაზი
დიდ წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო
16.02.2016
მერაბი
წარმატებებს ვუსურვებ ამ ბავშვებს,ასეთი სასიამოვნო ამბები მოგვაწოდეთ ჟურნალისტებმაც უფრო გავიხარებთ ვიდრე თქვენი კოლეგების გახდაზე და ჩახდაზე რომ გვიწერთ,ამრავლოს ღმერთმა ასეთი ბავშვები!
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 6 დევნილ ოჯახს კულტივატორები გადასცა
12 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსში „საკურა“ (The 4rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) უმაღლესი ჯილდოები - ერთი „ორმაგი ოქრო“, ექვსი - ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
მომხმარებელთა მომსახურების გასაუმჯობესებლად კომპანია „თელასი“ აბონენტებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ითანამშრომლონ მათთან და მიაწოდონ საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საინჟინრო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.
ფოტოკონკურსში ”ერთი კადრი გოდერძიმდე” გამარჯვებული სამთო-სათხილამური კურორტ გოდერძის ორკაციანი საგზურის მფლობელი გახდება.
რა ვაჩუქოთ ადამიანს, რომელიც ყველაფერს ფლობს? წელს მათთვის ყველაზე კარგი არჩევანი ოქროს iPhone 7-ია
რამდენიმე დღის წინ, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სტარტაპების გამოფენა გაიმართა. სლოგანით - „ქართულია და კარგია“ ყველაზე ინოვაციური და კრეატიული ბიზნეს წამოწყებები გაერთიანდა.
საქართველოში პირველი იანვრიდან iPhone-ების გაძვირებას ელოდებიან. როგორც iPlus-ის გენერალური მენეჯერი კახა სეფაშვილი აცხადებს, დოლარის ევროსთან მიმართებაში ისტორიული გამყარება, ევროპაში Apple-ის პროდუქციას გააძვირებს
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, 21 ნოემბრიდან დავების განხილვის საბჭოს ორი წევრის შესარჩევად კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება.
საპარტნიორო ფონდი 21 ნოემბერს „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს აცხადებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.04.2017
ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი მთელი მსოფლიოდან იზიდავს ხალხს მუზეუმებით, ნაციონალური დღესასწაულებით, მოტივტივე სახლებით, სკვერებით, წიგნის მაღაზიებით, ხიდებით, ტიტებით, ლეგალური პროსტიტუციით და ა.შ.
სრულად
21.04.2017
მსოფლიოში ათასობით ადამიანი ოცნებობს ისეთ კომპანიებში მუშაობაზე, როგორიც Tesla და SpaceX-ია.
სრულად
20.04.2017
PalitraNews-ის რუბრიკაში "ბიზნესბლიცი" კითხვებს ცნობილი ბიზნესმენები პასუხობენ.
სრულად
13.04.2017
მათ, ერთი შეხედვით არაფერი აკავშირებთ. მაგრამ ფაქტია, ოთხივემ საუბარი ასე დაიწყო – “მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა”.
სრულად
12.04.2017
ნატალია ფარცხალაძე კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში ბალახებისგან სასარგებლო და არომატულ ჩაის ამზადებს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.04.2017
28.04.2017
USD
1
USD
2.4773
2.4751
EUR
1
EUR
2.6968
2.6996
GBP
1
GBP
3.1774
3.1939
RUB
100
RUB
4.3797
4.3579