რას საქმიანობენ დღეს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ქალები
26 თებერვალი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მოქმედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, წინამორბედი მმართველები მაღალ თანამდებობებზე ქალბატონების სიჭარბით გამოირჩეოდნენ. თუმცა, მათი უმრავლესობა დღეს საჯაროდ ნაკლებად ჩნდება.

"კვირის პალიტრა" ყოფილი მაღალჩინოსანი ქალბატონების ბედით დაინტერესდა:

ვერა ქობალია
2010 წელს კანადიდან თბილისში პირდაპირ მინისტრის სავარძელში მოხვედრილ 28 წლის ქალს ეკონომიკის სამინისტრო ისე ჩააბარეს, ფაქტობრივად, არავინ იცნობდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა და თითქმის სამი წლის განმავლობაში ჭორები არ მოჰკლებია. დღეს მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია - 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჯერ სააკაშვილის მრჩევლად დაინიშნა, მოგვიან­ებით, ტურისტული ბიზნესი წამოიწყო, რამ­დენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილი მინისტრი ავსტრალიის მთავრობამ ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნესმრჩევლად მიიწვია. როგორც ვერა ქობალია აღნიშნავს, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობს თავისუფალი დრო შვილთან, სამი წლის ანასტასიასთან გაატაროს.

ხათუნა კალმახელიძე
ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე 2009 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა და აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლის 19 სექტემბრამდე იკავებდა. ვერა ქობალიას მსგავსად, საზღვარგარეთ 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველ­ოში პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის წევრად დაბრუნდა. ამბობენ, რომ მან განათლება ამერიკაში, სააკაშვილთან ერთად მიიღო. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხათუნა კალმახელიძემ საქართველო დატოვა­ და ოჯახთან ერთად მონაკოში გაემგზავრა. ცნობილია, რომ კალმახელიძე მონაკოს პრინცის ოჯახთან მეგობრობს, მისი ბიძა კი ევროპის პოლიტიკურ წრეებში­ გავლენიან ფიგურად ითვლება. ითქვა ისიც, რომ ექსმინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სწორედ ბიძ­ამისის გავლენით შეჩერდა. კალმახელიძე პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს­.

ნინო კალანდაძე
ნინო კალანდაძე პოლიტიკაში 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 2008 წლიდან 2012 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2012 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას და იმავდროულად კავკასიის უნივერსიტეტის დეკანია. 2015 წელს კალანდაძე­ ფონდ "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მმართველად დაინიშნა. ნინო კალანდაძეს ხუთი წლის ვაჟი ჰყავს.

ეკა ტყეშელაშვილი
ხელისუფლების ცვლილებამდე ეკა ტყეშელაშვილს ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტ­რის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი პრეზიდენტის მრჩეველი გახლდათ ეროვნული უშიშროების საკითხებში. ეკა ტყეშელაშვ­ილს ასევე ეკავა საგარეო საქმეთა მინისტ­რის, გენერალური პროკურორისა და იუს­ტი­ციის მინისტრის თანამდებობები. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მან არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი" შექმნა, რომლის პრეზიდენტიც თავადვე გახდა.

მაია ნადირაძე
მაია ნადირაძე თავდაპირველად "ტრადი­ციონალ­ი­სტთა პარტიის" წევრი
გახლდათ, ნინო ბურჯანაძესთანაც მეგობრობდა, მაგ­რამ მოულოდნელად არჩევანი მიხეილ სა­აკაშვი­ლზე გააკეთა.­ სკანდალური გამონათქვამების გამო, 2006 წელს ნადირაძემ პოლიტიკურ კულის­ებში გადაინაცვლა, თუმცა "ნაციონალური მოძ­რაობის" ლიდერებთან ერთად, საჯარო­ სივ­რცეში 2012 წელს ისევ გამოჩნდა - სპორტის სასახლეში შეკრებილ ყოფილ თან­აპარტიელებს შეუერთდა. პოლიტიკიდან­ წასვლის შემდეგ ნადირაძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და სოლიდური ანაზღაურებაც ჰქონდა. როგორც 2014 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული, 2013 წელს ხელფასის სახით 287. 110 ლარი მიიღო. ექვსი წლის განმავლობაში კი ამ საქმიანობამ მილიონნახევრამდე ლარის შემოსავალი მოუტ­ანა. მას კომისიის წევრობის ვადა 2015 წელს ამოეწურა.

ეკა შარაშენიძე
ეკატერინე შარაშენიძე სააკაშვილის გვერდით 2006 წელს გამოჩნდა.­ ისიც საზოგადოებამ ეკონ­ომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გაიცნო, თუმცა მაღალი თანამდებობის დატოვებამ მალევე მოუწია. ეკა შარაშენიძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში, თბილისის მერიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თანამდებობებზე ყოფნისას შარაშენიძეს ორმაგი, ქართულ-ამერიკული მოქალაქეობა­ ჰქონდა. როგორც ამბობენ, დღეს ის ამერ­იკაში ცხოვრობს და კერძო კომპანიაშია დასაქმებული.

ალანა გაგლოევა
ალანა გაგლოევა პრეზიდენტის ადმი­ნ­ი­სტრაციის პრესმდივნად 2009 წელს დაინიშნა,­ თუმცა მალევე ამ თანამდებობაზე­ ნა­თია ბანძელაძემ ჩაანაცვლა, გაგლოევას­ კი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კულტურული საკითხების მოგვარება ჩაა­ბარეს. ხელისუფლების ცვლილების შემდ­ეგ გაგლოევა საჯარო სივრცეში გამოჩენას­ ერიდება. ცოტა ხნის წინ დედა გახდა და პატარა გუგას ზრდის. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა გუგეშაშვილია.

რუსუდან შელია
წყარო: "კვირის პალიტრა"
იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე
კომენტარები (9)
05.11.2016
მანანას-ს
ქ-ნი მანანა სხვა ეროვნების ხალხს კი არ აკნინებს, გვარგადაკეთებულებს დასცინის. კაცი როცა მის წარმომავლობას მალავს და წინაპრებს უარყოფს, პრეზიდენტობის კი არა სალმის ღირსიც არ არის. საკუთარი გვარის გადაკეთებით სააკიანებმა სცადაეს სხვა ეროვნების დაკნინება და არა ქ-მა მანანამ.
28.02.2016
მეგზური
რაც შეეხება სააკაშვილის კაბინეტის ქალბატონებს,,, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ვინც შესძლო იმ დიდი ტემპის გაძლება რომელიც მიშას ქონდა ბოლომდე შემორჩა... ვინც ვერ გაძლო უფრო დაბალი დონის სამსახურში გადაიყვანეს... არა ეხლა მანანას ჰკითხავდნენ.
მსგავსი სიახლეები
მე-9 მოწვევის პარლამენტის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 251 თანამშრომელი მიიღეს. გარდა ამისა, პარლამენტის აპარატმა 27 თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა - კონკურსის წესით, საკონკურსო პოზიციებზე 27 საჯარო მოხელე მუდმივად დაინიშნება.
გოგა ონიანს შევახსენებ, რომ ავლაბრის მეტროსთან კედელი მათი ხელისუფლების დროს არის გაკეთებული და თავის დროზე ძალიან დიდი ფული შეიჭამა
მთავრობას მიშა სააკაშვილის ვირუსი შეეყარა, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას ე.წ. სამთავრობო ქალაქის მშენებლობის შესახებ.
ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფისა და შემდეგ უკან დაბრუნების გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროსაც იყო მიღებული
მონიტორინგის ცენტრ „მედიატორისა“ და „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ, მხოლოდ 8 თანამდებობის პირთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვს 4 949 ხელშეკრულება
2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით უმაღლესი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმიური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებისთვის 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
მთავრობის დადგენილებით, საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი იწყება.
იაპონური კონგლომერატი ”ტოშიბას” პრეზიდენტი შიგენორი შიგა კომპანიაში გამოვლენილი მილიარდობით დოლარის ზარალის ფონზე გადადგა.
ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროოს „გაზპრომთან“ გაფორმებული ძველი და ახალი ხელშეკრულებები, რადგან ჩვენც და რიგით მოქალაქეებსაც გვქონდეს საშუალება, შევადაროთ რეალურად, რა შეიცვალა პირობებში და რა შედეგი მივიღეთ ახალი ხელშეკრულებით
საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავას ინფორმაციით, სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.04.2017
მსოფლიოში ათასობით ადამიანი ოცნებობს ისეთ კომპანიებში მუშაობაზე, როგორიც Tesla და SpaceX-ია.
სრულად
20.04.2017
PalitraNews-ის რუბრიკაში "ბიზნესბლიცი" კითხვებს ცნობილი ბიზნესმენები პასუხობენ.
სრულად
13.04.2017
მათ, ერთი შეხედვით არაფერი აკავშირებთ. მაგრამ ფაქტია, ოთხივემ საუბარი ასე დაიწყო – “მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა”.
სრულად
12.04.2017
ნატალია ფარცხალაძე კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში ბალახებისგან სასარგებლო და არომატულ ჩაის ამზადებს.
სრულად
11.04.2017
„შუხმან ვაინსი“, „შუხმან ჰოტელი“, „შუხმან თრეველი“, „შუხმანის ღვინის ბარი“, „შუხმანის ღვინის სპა“, „შუხმან ინვესტი“ - ამ ყველაფერს ერთი ქართველი ქალის ნუცა აბრამიშვილის სახელი აერთიანებს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.04.2017
25.04.2017
USD
1
USD
2.4038
2.4100
EUR
1
EUR
2.5718
2.6161
GBP
1
GBP
3.0757
3.0903
RUB
100
RUB
4.2720
4.3181