”ეკობიჭი” უკანა ფშავიდან - წარმოება, პრობლემები და სამომავლო გეგმები
”ეკობიჭი” უკანა ფშავიდან - წარმოება, პრობლემები და სამომავლო გეგმები
19 მარტი / 2016
24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილს უკანაფშავში მცირე შერეული მეურნეობა აქვს, რომელიც მეფუტკრეობას, მებოსტნეობას და მესაქონლეობას მოიცავს. მიუხედავად ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემისა, ახალგაზრდა მეწარმე აქტიურად ამუშავებს მეურნეობას და ნატურალურ პროდუქციას - თაფლს, ყველს, ერბოს, დამბალ ხაჭოს აწარმოებს. ასევე, მოჰყავს კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, ხახვი და ნიორი. პროდუქტის რეალიზება, ძირითადად, თბილისში, სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” დახმარებით ხდება. გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციის - ”კავშირი განვითარებისთვის” დახმარებითა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, უკანაფშავში სამთო მექანიზაციის ცენტრი ”წიქარა” დაარსდა, რომლის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირი ნოდარ ტოხასაშვილია. ცენტრში მსუბუქი ტექნიკა და აგრეგატებია განთავსებული, რომლებიც მოსახლეობას მიწაზე მუშაობას უადვილებს. ნოდარ ტოხოსაშვილს ხშირად, ”ეკობიჭის” სახელით მოიხსენიებენ:

”ეკობიჭის” სტატუსი: ”ამ სახელით ჟურნალისტმა როლანდ ხოჯანაშილმა გამოაქვეყნა სტატია, აქედან წამოვიდა - ბიჭი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს”.

ახალგაზრდა მეწარმის დამოკიდებულება მიწასთან:
”ყველაზე დიდი ემოციაა, როდესაც ბოსტნეული თავს ამოყოფს მიწიდან, ყოველდღე რომ უყურებ, როგორ იზრდებიან შენ თვალწინ. შემდეგ შემოდგომაზე როდესაც მოსავალს იღებ, იცი, რომ შენი და მიწის შრომის ნაყოფია - იღლები, ოფლი ჩამოგდის, მაგარმ გჯერა, რომ სადღაც მეგაპოლისში ვიღაცას გაახარებ ნატურალური პროდუქტით, ეს ძალიან გახარებს და ძალას გმატებს. გლეხისთვის მიწა საუკეთესო მეგობარია”.

სწავლა და საქმიანობა: ”ამჟამად დავით აღმაშენებლის აკადემიაში ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ. პირველ კურსზე ვარ. ხელი შემიწყვეს და უფასოდ ვსწვალობ. მე გაზაფხულიდან შემოდგომამდე ვარ მთაში, აპრილის ბოლოს მიწევს ხოლმე წასვლა, მთაში ხვნა-თესვა დაიწყება, შემდეგ ჩამოვალ გამოცდებისთვის თბილისში. პროდუქტები ახლაც ჩამომაქვს და ლექციებამდე ან ლექციების შემდეგ ვაწვდი მსურველს”.

მცირე მეწარმის მიზნები და სამომავლო გეგმები: ”არ მსურს მთა მივატოვო, სადაც მთელი ახალგაზრდობა გავატარე. მინდა ნატურალური პროდუქტების მიწოდებით ადამიანებს სიხარული მოვუტანო. მთავარი მიზანი კი მთაში სოფლის გაძლიერება და წინსვლაა. სამომავლოდ აუცილებლად იქნება
You must have Flash Player installed in order to see this player.
განვითარება და წინსვლა როგორც ცოდნის, ასევე საქმის და ტექნიკური მიმართულებით. ამჟამად პროდუქცია მხოლოდ საქართველოსთვის მემეტება, ნატურალური პროდუქტი, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის”.

პრობლემები:
” ყველაზე დიდი პრობლემა არის მობილური კავშირის და ინტერნეტის არქონა მთაში. ამის გამო პროდუქტების რეალიზება მხოლოდ დუშეთში ჩამოტანის შემდეგ ხდება. მობილური ინტერნეტი რომ იყოს, მთელი ხეობის მოსახლეობა ჩაერთვებოდა და უახლეს პროდუქტებს მიაწვდიდნენ მომხმარებლებს სოციალური ქსელის მეშვეობით - ყველა მოგებული დარჩებოდა. ასევე, პრობლემაა ელექტროენერგიის არქონა, რომელიც ჩვიდმეტი წელია, ბოლო 4 სოფელს არ მიეწოდება”.

რჩევები ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობის დაწყებით არიან დაინტერესებულნი: ”უბრალოდ დაიწყონ, ბევრი წინაღობა შეხვდებათ, მაგრამ რაც უფრო მეტ პრობლემას გადაჭრიან, უფრო ჭკვიანები და მცოდნეები გახდებიან. პრობლემების გადაჭრა ადამიანს ავითარებს და აძლიერებს”.

თამარ კორკოტაშვილი
კომენტარები (9)
20.03.2016
ზურა
31 მარტამდე გააკეთეთ ელექტრონული განაცხადი სახელმწიფო პროგრამაში „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“ და მიიღეთ 5000 ლარიანი გრანტი ამ ბიზნესის განსავითარებლად
20.03.2016
წმინდა გაგა
,,იღლები, ოფლი ჩამოგდის, მაგარმ გჯერა, რომ სადღაც მეგაპოლისში ვიღაცას გაახარებ ნატურალური პროდუქტით, ეს ძალიან გახარებს." ამის უბრალოდ არ მჯერა.
მსგავსი სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული ყავის ახალი საწარმო ,,მონდო“ გახსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის მატრიცის (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საექსპორტო მიმართულებით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია
”აწარმოე საქართველოში“ ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღეს დღის წესრიგში დგას უკვე არსებული სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და მათი ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტოს ”აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციისას განაცხადა.
პროგრამის ”აწარმოე საქართველოს” დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 170-მდე პროექტი და მათი ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა
ხორცის ადგილობრივი წარმოება ბოლო წლებში ძალიან შემცირდა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დღეს ახალი სტრუქტურის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.04.2017
მსოფლიოში ათასობით ადამიანი ოცნებობს ისეთ კომპანიებში მუშაობაზე, როგორიც Tesla და SpaceX-ია.
სრულად
20.04.2017
PalitraNews-ის რუბრიკაში "ბიზნესბლიცი" კითხვებს ცნობილი ბიზნესმენები პასუხობენ.
სრულად
13.04.2017
მათ, ერთი შეხედვით არაფერი აკავშირებთ. მაგრამ ფაქტია, ოთხივემ საუბარი ასე დაიწყო – “მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა”.
სრულად
12.04.2017
ნატალია ფარცხალაძე კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში ბალახებისგან სასარგებლო და არომატულ ჩაის ამზადებს.
სრულად
11.04.2017
„შუხმან ვაინსი“, „შუხმან ჰოტელი“, „შუხმან თრეველი“, „შუხმანის ღვინის ბარი“, „შუხმანის ღვინის სპა“, „შუხმან ინვესტი“ - ამ ყველაფერს ერთი ქართველი ქალის ნუცა აბრამიშვილის სახელი აერთიანებს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.04.2017
25.04.2017
USD
1
USD
2.4038
2.4100
EUR
1
EUR
2.5718
2.6161
GBP
1
GBP
3.0757
3.0903
RUB
100
RUB
4.2720
4.3181