ფილოლოგი ქალის კივის პლანტაციები
ფილოლოგი ქალის კივის პლანტაციები
23 მარტი / 2016
პროფესიით ფილოლოგმა, 2011 წლიდან სამეგრელოში, სოფელ ზემო ეწერში კივის პლანტაციების გაშენება დაიწყო და ბიზნესში ჩადებული 200 000 დოლარის მოცულობის ინვესტიცია უკვე 2 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
გერმანული და რუსული ენების ფილოლოგი ნონა თორდია დღეს წარმატებული ფერმერი და შპს „გემუანის“ მფლობელია.
უნივერსიტეტის კათედრაზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ სწავლა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში გააგრძელა. შემდეგ ეტაპზე გერმანიაში მენეჯმენტი შეისწავლა. წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკაში. როგორც თავად ამბობს, ყოველივე ამან დიდი გამოცდილება შესძინა და საბოლოოდ, სწორი ანალიზის საშუალება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში აქვს გატარებიული, საზღვარგარეთ დარჩენაზე არასდროს უფიქრია და მუდამ იმაზე ოცნებობდა, მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანაში შეძლებისდაგვარად გამოეყენებინა.
,,სულ მინდოდა, ყველგან სიამოვნებით და სიამაყით მეთქვა, რომ საქართველოდან ვარ და ჩემს შვილებსაც ეამაყათ ამით!”
- როდის დაიწყეთ ფიქრი საკუთარ ბიზნესზე და რატომ მაინცდამაინც კივის პლანტაციები?
- შეიძლება ითქვას, მე და მამამ ერთად დავიწყეთ. მამა სამეგრელოდან არის. დიდხანს ვფიქრობდით, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი მუდამ გვქონდა. როდესაც საუბრობ რეგიონში საქმიანობის დაწყებაზე, პირველი, რაც თავში აზრად მოგდის, სოფლის მეურნეობაა. გვქონდა მიწის ნაკვეთი, ვიცნობდით ადგილობრივ მოსახლეობას. ისიც ვიცოდით, რომ რეგიონში უმუშევრობა იყო. საკითხი კარგად შევისწავლეთ და გამოჩნდა, რომ მსოფლიო ბაზარზე კივის საკმაოდ დიდი დეფიციტია, ჩვენთან კი შესანიშნავი კლიმატია ამ უნიკალური ხილის პლანტაციებისთვის. 2011 წელს იდეა და ბიზნესგეგმა რეალობად ვაქციეთ.
- თავიდანვე აქტიურად იყავით ჩართული ყველა საკითხის დაგეგმვასა და მოგვარებაში?
- ვერ გეტყვით, რომ თავიდანვე ამდენად ჩართული ვიყავი, თუმცა ძირითად გადაწყვეტილებებს ყოველთვის მე ვიღებდი. მეორე წელია, რაც ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობ. ვფიქრობ, საკუთარ ბიზნესში ღრმად და ბოლომდე უნდა იყო ჩაბმული. სხვანაირად მაქსიმალურ შედეგს ვერ მიაღწევ. ამ ხნის განმავლობაში მენეჯმენტის სისტემა თანდათან გაიმართა. უკვე ყველაფერს თავად ვაკეთებ, იქნება ეს დოკუმენტაციის შედგენა, ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, შენობების დაპროექტება თუ სიახლეების დანერგვა. სისტემა გამართულია და თანდათან უფრო წყნარად ყოფნის საშუალება მაქვს. გვეუბნებიან, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი
You must have Flash Player installed in order to see this player.
საუკეთესო პლანტაცია გვაქვს, რაც საამაყოა.
- სირთულეები და პრობლემები...
- ზოგადად, საკმაოდ რთულია სოფლის მეურნეობის მიმართულება, ბევრი რისკი არსებობს. ეკონომიკურ თუ სოციალურ ფაქტორებთან ერთად, ბუნებრივი პირობებიც ხშირად ხელის შემშლელია. მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს სფერო ძალიან საინტერესოა. ზოგჯერ ეხები საკითხს, რაც ნაკლებად იცი, თუმცა თუ სურვილი გაქვს და არ გეზარება, ადამიანი ძალიან ბევრ რამეში შეიძლება გაერკვე.
- ბევრ ქვეყანაში გიცხოვრიათ და სხვადასხვა სფეროში გიმუშავიათ. შეგიძლიათ თქვათ, რომ აგრობიზნესში თავს კომფორტულად გრძნობთ?
- ვმუშაობდი ფილოლოგად, ავიაციის სფეროში, ანალიტიკურ ცენტრში, ერთი პერიოდი საჯარო მოხელეც ვიყავი. თუმცა ახლა ვამბობ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო და სფერო, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ამ საქმისთვის შემიძლია ბოლომდე დავიხარჯო. აქ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, გადაწყვეტილებებს და მათზე პასუხისმგებლობასაც თავად ვიღებ და ეს საქმეს მიადვილებს. აგრობიზნესი ჩემთვის საკმაოდ საინტერესო დარგი აღმოჩნდა. დავინახე ძალიან დიდი პერსპექტივა. მიმართულებები, რაზეც შეიძლება კომპანიამ დაიწყოს ფიქრი.
- რას უკავშირებთ მიღწეულ წარმატებას და როგორია თქვენი მომავალი გეგმები?
- გასულ წელს ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით სტანდარტიზაციაზე და მივაღწიეთ იმას, რომ USAID-REAP-ის პროგრამის ფარგლებში მივიღეთ Global Gap-ის საერთაშორისო სერთიფიკატი, რაც აგრობიზნესში ჩართული ნებისმიერი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის სანდოობაზე მიუთითებს. ეს წინ გადადგმული საკმაოდ დიდი ნაბიჯია. Global Gap-ის სერთიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ გვაქვს სერიოზული, დალაგებული კომპანია კვალიფიციური პერსონალითა და გამართული ინფრასტრუქტურით. პირველ რიგში ვგეგმავთ, რომ ის ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც ჩვენს პლანტაციაში ვიღებთ, ქართულ ბაზარზე რეალიზდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდეს ექსპორტზე, ასევე ვაპირებთ ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს აშენებას.

ქრისტინე გამთენაძე
წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე
კომენტარები (11)
20.09.2016
ლია
წარმატებებს გისურვებთ!
20.09.2016
ლია
პეპე მამამისი არის "თბილავიამშენის" დირექტორი.დანარჩენი გაიკიტხე ვინც იცნობს
მსგავსი სიახლეები
თხილსა და კაკალს ჩვენს საექსპორტო ათეულში ბოლო წლებში წამყვანი ადგილები ეკავა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ექსპროპრიაციის შესახებ მოქმედი კანონიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები ექმნება და ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები.
კრწანისის რაიონში 300 არაგველის სახელობის სკვერში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა კრწანისის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერა.
ბოლო წლებში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად მატულობს.
საბურთალოს რაიონში, გაზაფხულის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
წყნეთში, გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე (საირმის, ამილახვრის, აფხაზეთის, ჩოლოყაშვილის, გრიშაშვილის ქუჩებზე) მიმდინარეობს
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ჯგუფის, „ბარკლეის“ (Barclays) ევროპის
საბურთალოს რაიონში, ქოშიგორას დასახლებასთან მისასვლელი ახალი გზა გაკეთდა. დასახლების აღმაშენებლის ხეივანთან დასაკავშირებლად გზა სპეციალურად გაიჭრა და 1 536 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საექსპორტო მიმართულებით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია
წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18%-ით გაიზარდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
ნინო ელიავამ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველო მსოფლიო მოდის ინდუსტრიას გააცნო და ახლა წარმატებული ქართველი ქალბატონია, საქმიანობა 16 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, დაიწყო.
სრულად
27.04.2017
ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი მთელი მსოფლიოდან იზიდავს ხალხს მუზეუმებით, ნაციონალური დღესასწაულებით, მოტივტივე სახლებით, სკვერებით, წიგნის მაღაზიებით, ხიდებით, ტიტებით, ლეგალური პროსტიტუციით და ა.შ.
სრულად
21.04.2017
მსოფლიოში ათასობით ადამიანი ოცნებობს ისეთ კომპანიებში მუშაობაზე, როგორიც Tesla და SpaceX-ია.
სრულად
20.04.2017
PalitraNews-ის რუბრიკაში "ბიზნესბლიცი" კითხვებს ცნობილი ბიზნესმენები პასუხობენ.
სრულად
13.04.2017
მათ, ერთი შეხედვით არაფერი აკავშირებთ. მაგრამ ფაქტია, ოთხივემ საუბარი ასე დაიწყო – “მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა”.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768