ნოვატორები, რომელთაც ჩვენი ცხოვრება შეცვალეს

წარმოგიდგენთ ცნობილი ბრენდების შემქმნელებს, რომელთაც თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებისა და აზროვნების სტილი შეცვალეს:

სტივ ჯობსი

ასაკი: 56 წლის, გარდაიცვალა 2011 წელს

ქონება: 7 მილიარდი დოლარი

პროდუქცია, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება: აიფონი.

2016 წლის პირველი ნახევრის ფისკალურ წელს "ეფლმა" 125 972 სმარტფონი გაყიდა. 2007 წლიდან მოყოლებული კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 700 მილიონი აიფონი გაყიდა. "ეფლმა" პოპულარული გახადა ”ტაჩსქრინი” და პირველმა გამოიყენა თითის დადებით კადრის მოახლოების ტექნოლოგია.

ჯეფ ბეზოსი Amazon.com

ასაკი: 52

ქონება: 62,4 მილიარდი დოლარი

პროდუქცია, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება: 2016 წლის პირველ მეოთხედში ამაზონმა 29.1 მილიარდი დოლარის გაყიდვები განახორციელა. საიტზე 304 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებლის პროფილია დარეგისტრირებული. ამაზონმა სრულად შეცვალა შოპინგის სტრუქტურა.

ილონ მასკი SpaceX

ასაკი: 44

ქონება: 12,3 მილიარდი დოლარი

პროდუქცია, რომელიც შეცვლის ჩვენ ცხოვრებას: მასკის კომპანია SpaceX კერძო კოსმოსურ რბოლას გვპირდება. კომპანია ქმნის კოსმოსურ ხომალდებს იმ მიზნით, რომ ადამიანებს სხვა პლანეტებზე ცხოვრების საშუალება მიეცეთ.

ოპრა უინფრი, ჰარპო სტუდიოს

ასაკი: 62

ქონება: 3.1 მილიარდი დოლარი

როგორ შეცვალა ჩვენი ცხოვრება: როდესაც 2011 წელს ოპრას სატელევიზიო შოუმ ტრანსლირება დაიწყო, კვირაში 48 მილიონი ადამიანი უყურებდა. სიღარიბეში გაზრდილი ოპრა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი გახდა მსოფლიოში. ოპრამ შეცვალა ადამიანების ცხოვრება პირადი მაგალითით.

ლარი პეიჯი, Alphabet

ასაკი: 43

ქონება: 36.3 მილიარდი დოლარი

პროდუქცია, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება: PageRank-ის ძიების ალგორითმი, რომელსაც "გუგლი" იყენებს, ერთ ტრილიონზე მეტ საძიებო მოქმედებას ასრულებს წელიწადში. ეს დღეში ძიების 2 მილიარდ ბრძანებაზე მეტია. ლარი პეიჯმა გუგლი 1998 წელს დააარსა. "გუგლმა" შეცვალა ჩვენი აზროვნება, საუბარი და კომუნიკაციის უნარებიც კი.

ჰოვარდ შულცი, "სთარბაქსი"

ასაკი: 62

ქონება: 3 მილიარდი დოლარი

პროდუქცია, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება: 2016 წლის მონაცემებით, "სთარბაქსი" დღეში მილიონობით ადამიანს ემსახურება 71 ქვეყანაში არსებული 23 000 მაღაზიაში. ბრენდის დამაარსებელმა შულცმა განვითარებული ქვეყნების მოქალაქეების ყოველდღიურობის განუყოფელი პროდუქტი შექმნა. 

ჰიროში იამაუჩი, ნინტენდო

ასაკი: 85 წლის ასაკში გარდაიცვალა 2013 წელს

ქონება: 2.1 მილიარდი დოლარი

პროდუქცია, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება: ნინტენდოს 2016 წლის მარტისთვის კომპიუტერების 12.8 მილიონი მოდელი აქვს გაყიდული. იამაუჩიმ სამყაროში ბავშვების და არა მხოლოდ ბავშვების გართობის ყველაზე პოპულარული სახეობა შექმნა.

რიდ ჰასტინგსი, "ნეტფლიქსი"

ასაკი: 55

ქონება: 1.22 მილიარდი დოლარი

პროდუქცია, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება: "ნეტფლიქსს" 2016 წლის პირველ კვარტალში 6.74 მილიონი მომხმარებელი დაემატა. "ნეტფლიქსმა" შეცვალა ადამიანების მიერ ტელევიზიის მოხმარების კულტურა. "ნეტფლიქსის" ქსელს 81 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს.

ტრევის კალანიკი, "უბერი"

ასაკი: 39

ქონება: 6.2 მილიარდი დოლარი

პროდუქცია, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება: "უბერის" სამგზავრო სერვისი ტაქსის გამოძახების ქსელია, რომელმაც ტრადიციული ტაქსის სერვისები უკან მოიტოვა.

ბილ გეითსი, მაიკროსოფტი

ასაკი: 60

ქონება: 76.3 მილიარდი დოლარი

პროდუქცია, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება: "ვინდოუსის" ოპერატიული სისტემები. ბოლო ოპერატიული სისტემა "ვინდოუს 10" 300 მილიონზე მეტ კომპიუტერზე აყენია. 2016 წელს 1.2 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს მაიკროსოფტ-ოფისს 140 ქვეყანაში, 107 სხვადასხვა ენაზე.