ვინ არის ქალი, რომელმაც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია დაგეგმა

კელიენ კონუეი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერად 17 აგვისტოს დასახელდა.

კონუეი პირველი ქალი გახდა, რომელიც რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კამპანიას ჩაუდგა სათავეში.

49 წლის კელიენ კონუეი სამი ათწლეულია უწევს კონსულტაციებს „რესპუბლიკურ პარტიას“ ქალთა ხმების მოზიდვასთან დაკავშირებით. ვინ არის კელიენ კონუეი, რომელსაც დასავლური მედია უკვე უწოდებს „იარაღს, რომლითაც ტრამპმა ომი მოიგო“.

მას ძალიან კარგი განათლება აქვს

კონუეიმ ვაშინგტონის ტრინიტის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების კურსდამთავრებულია. შემდეგ კი სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც ფი ბეტა კაპას პერსტიჟული საზოგადოების ღირსება მიანიჭეს, მოგვიანებით კი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ცენტრის საპატიო ხარისხიც მოიპოვა.

სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია

1982 წელს კონუეიმ ნიუ ჯერსის მოცვის პრინცესას კონკურსი მოიგო.

ჰყავს ოთხი შვილი

კონუეი ნიუ იორკელ ადვოკატ ჯორჯ კონუეის 2001 წელს გაჰყვა ცოლად. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.

აქტიურად მუშობდა რესპუბლიკელ კანონმდებლებთან

1995 წელს კონუეიმ გამოკითხვების კომპანია დააარსა, რომელიც ხშირად მუშობს რესპუბლიკელ კანდიდატებთან მდედრობითი ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით. კარიერის დასაწყისში კელინი ასევე ხშირად ჩნდებოდა ტელევიზიით, სადაც კლინტონებს აკრიტიკებდა.

ქალებმა გაზარდეს

კონუის მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც გოგონა 3 წლის იყო. ”დედა, ბებია და ორი დეიდა მზრდიდნენ, ოთხი იტალიელი კათოლიკე ქალი”, - ამბობს კონუეი.

ტრამპს უკვე ათი წელია იცნობს

კონუეიმ ტრამპი 2006 წელს გაიცნო, როდესაც მის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. როგორც თავად ამბობს, ტრამპი ძალიან თავაზიანი იყო ყველასთან და ყველა კლიენტისგან პირადად ისმენდა საჩივრებს. მათი ნაცნობობა კარგ თანამშრომლობაში გადაიზარდა - წლების განმავლობასი ტრამპი ხშირად უკავშირდებოდა კონუეის და რჩევებს ეკითხებოდა.

მუშაობდა ტედ კრუზთან

სანამ ტრამპის კამპანიას შეუერთდებოდა, კელინ კონუეი ტედ კრუზთან მუშაობდა და მის საარჩევნო მარათონში შემოწირულობის სახით 5 400 დოლარი აქვს გაღებული

არის წიგნის - ”რა სურთ ქალებს” ერთ-ერთი ავტორი

კონუეი ცნობილი წიგნის ”რა სურთ ქალებს” თანავტორი გახლდათ. წიგნი 2005 წელს გამოიცა და ამერიკაში მაშინვე ბესტსელერად იქცა.

იცის, რომ ბიზნესში მამაკაცები დომინირებენ

”ბოლო ათწლეულებში იმ საქმეებში მიწევდა მონაწილეობდა, სადაც მეტწილად მამაკაცები დომინირებდნენ. აღმოვაჩინე, რომ ყველასთვის მისასალმებელია ვნება, მაგრამ არავის უყვარს ემოცია. ყველას ვეუბნები, არ მოტყუვდნენ იმით, რომ დილაობით მამაკაცივით გამოვიყურები” - აცხადებს კონუეი.

ემიგრანტების რეფორმის მომხრეა

2014 წელს ცდილობდა „რესპუბლიკელების“ დარწმუნებას, რომ დოკუმენტების არმქონე მუშებისთვის ლეგალური სტატუსი მიენიჭებინათ.