26 წლის ჯონ კოლისონი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია, რომელმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვა

ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად, რომელმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვა, 26 წლის ირლანდიელი ჯონ კოლისონი დასახელდა.

„ფორბსის“ რეიტინგის თანახმად, ონლაინ-სერვის Stripe-ის თანადამფუძნებლის ქონება 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჯონთან ერთად, ამავე რეიტინგში მესამე პოზიციაზე დასახელდა მისი ძმა 28 წლის პატრიკ კოლისონი, რომლის ქონებაც ასევე 1,1 მილიარდი დოლარია.

ძმებმა 2007 წელს, მაშინ როცა ჯონი 17 წლისაც არ იყო, სამშობლოში - ირლანდიაში დააფუძნეს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Shuppa. მათი კომპანია მოგვიანებით შეერწყა Auctomatic-ს, რომელიც eBay-ის პლატფორმისთვის მუშაობდა. 2008 წელს Auctomatic 5 მილიონად იქნა შეძენილი.  ჯონ კოლისონი მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო.

2009 წელს ჯონმა ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. იგი ბიზნეს-საქმიანობასთან ერთად პიანისტი და პილოტია.

Self-made მიალიარდერების რეიტინგში მეორე ადგილი ერგო „სნაპჩეტის“ თანადამფუძნებელს, 26 წლის ევან შპიგელს, რომელიც მხოლოდ ორი თვით არის უფროსი ჯონ კოლისონზე და რომლის ქონებაც 2,1 მილიარდი დოლარია. მეოთხე ადგილს „სნაპჩეტის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი, 27 წლის ბობი მერფი იკავებს, რომლის ქონება 1,8 მილიარადი დოლარია.

გასულ კვირას Stripe-ის ღირებულება 9,2 მილიარად დოლარამდე გაიზარდა, 2015 წლის ივლისში კი კომპანიის ფასი 5 მილიარდ დოლარს აღწევდა. „ფორბსის“ ცნობით, ძმები კოლისონები კომპანიის მხოლოდ 30%-ს ფლობენ.

ამერიკული გამოცემის ცნობით, მსოფლიოში 30-წლამდე Self-made მიალიარდერი მხოლოდ ეს ოთხი ახალგაზრდაა.

იხილეთ ასევე: 19 წლის ნორვეგიელი გოგონა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია