ტელეკომუნიკაციებიდან სარესტორნო ბიზნესში

ჯუმბერ ბერაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც 1989 წელს საქართველოში ტელეკომუნიკაციები შემოიტანა.

როგორც ბიზნესმენი PalitraNews-ის რუბრიკაში "ბიზნესბლიცი" საუბრისას აღნიშნავს, პირველი პროექტი ”მეტრო მედია ინკორპორეიშენთან” ერთად გაკეთდა და ეს ”აიეტი ტვ” იყო. ამის შემდეგ ჯუმბერ ბერაძე სარესტორნო ბიზნესში წავიდა. ამ სფეროში გადასვლის იდეა კი ნიუ-იოკში ყოფნის დროს მოუვიდა.

”ნიუ-იორკში ვარ საქმეზე ჩასული მედია ინკორპორეიშენში, დიკ შერმენმა შემომთავაზა საღამოს წავსულიყავი მანჰეტენზე რუსულ რესტორანში. ეს რესტორანი ეკუთვნოდა ცნობილ საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავს მიშა ბარიშნიკოვს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც სტალონემ, რობერტ დე ნირომ გახსნეს რესტორნები. გამახსენდა ჩემი შემოქმედებითი წარსული და მეთქი - აბა ჯუმბერ! შენც გააკეთე ერთი რესტორანი! რუსთაველზე განვახორციელე პროექტი, გავაკეთე ტავერნა, ბარი, რესტორანი მარკო-პოლო”, - იხსენებს ჯუმბერ ბერაძე.

ბიზნესმენის თქმით, წარმატების მისაღწევად აუცილებელია ნიჭი, შრომისმოყვარეობა მიზანსაწრაფულობა და საქმისადმი სიყვარული. ჯუმბერ ბერაძე აღნიშნავს, რომ ფული არის კეთილი ზრახვების განხორციელების საშუალება.

ჯუმბერ ბერაძე დამწყებ ბიზნესმენებს ურჩევს რომ იყონ კომპეტენტურები იმ საქმეში რასაც იწყებენ: ”კომპეტენციის, მიზასწრაფულობის, შრომის გარეშე არაფერი არ გამოვა.”

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე