27 წლის თეონა დევიძე ევროპაში ცნობილი სადაზღვევო კომპანიის იურისტია
27 წლის თეონა დევიძე ევროპაში ცნობილი სადაზღვევო კომპანიის იურისტია
16 ივნისი / 2017
თეონა დევიძე გერმანიასა და ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი სადაზღვევო კომპანის ”ROLAND Rechtsschutz-Versicherungs-AG” იურისტია. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ თეონა დევიძემ მაგისტრის ხარისხის მიღება გერმანიაში, საკუთარი სახსრებით გადაწყვიტა.

თეონა დევიძე იურისტობაზე ყოველთვის ოცნებობდა. სწორედ ამიტომ ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ კი გერმანიაში, პოტსდამის უნივერსიტეტში, შრომისა და სოციალური სამართლის მიმართულებით სწავლობდა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გამიზნულად ჩავაბარე და ამით ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ამისრულდა. თსუ-მა მასწავლა დროის მიზანმიმართულად გამოყენება, და პროფესიული წინსვლის ბაზისი შემიქმნა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელების მიზნით გერმანიაში, ბერლინში წავედი. იმის გამო, რომ ქართული სამართლის სისტემა გერმანული სამართლის სისტემას ეფუძნება, შესაბამისად გერმანულ სამოქალაქო სამართალსა და ქართულ სამოქალაქო სამართალს შორის ძალიან მჭიდრო კავშირია. აქედან გამომდინარე ყოველთვის ვოცნებობდი მაგისტრატურაში სწავლა გერმანიაში გამეგრძელებინა. გერმანია არის ქვეყანა, რომელიც მინიმალური ფინანსებით შესაძლებლობას გაძლევს მაქსიმალურად მაღალკვალიფიციური ცოდნა მიიღო”, - ამბობს თეონა დევიძე.

როგორც თეონა დევიძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, პირველი წელიწად-ნახევარი ძალიან რთული იყო.

”წარმოიდგინეთ, რომ ენას საფუძვლიანად არ ფლობთ და მიდიხართ ქვეყანაში, სადაც აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი უცხოა. იმის გამო, რომ გერმანულს მაღალ დონეზე არ ვფლობდი და უნივერსიტეტში სასწავლებლად ენის ცოდნა მშობლიური ენის დონეს უტოლდება, წელიწადნახევრის მანძილზე, კვირაში ხუთი დღე, კერძო სკოლაში, გერმანული ენის სიღრმისეულად დაუფლება მიხდებოდა და როგორც ყველა სხვა სტუდენტი პარასკევი, შაბათი, კვირა მიმტანად ვმუშაობდი. სოციალური გარემოდან გამომდინარე ჩემს თავს თვითონ ვიფინანსებდი. საქართველოში საშუალო ოჯახისათვის სტუდენტი შვილის საზღვარგარეთ სწავლის საფასურის უზრუნველყოფა უბრალოდ შეუძლებელია”, - გვიყვება იურისტი.

თეონა დევიძე ენის კურსების გავლის შემდეგ პოტსდამის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაირიცხა. 6 თვის განმავლობაში იურიდიულ ენას სწავლობდა, გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი ბიზნეს სამართალზე ჩაირიცხა, თუმცა მაღალი გადასახადის გამო, რომელიც 3 000 ევროს შეადგენდა, მიმართულება შეიცვალა და შრომისა და სოციალური სამართალი აირჩია. სწავლის პარალელურად, სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა, ასევე სტაჟირება გაიარა გერმანიაში საქართველოს საელჩოში.

”ბევრი სტუდენტის მსგავსად, სწავლის პერიოდში მუშაობა მიხდებოდა. მაგრამ აქ ან უნდა ისწავლო და ან უნდა იმუშაო, ორივე ერთად ამ ქვეყანაში წარმოუდგენელია. ამის გამო სტუდენტური
You must have Flash Player installed in order to see this player.
კრედიტის აღება მომიხდა, თუმცა განათლებაში ინვესტიციის ჩადება აუცილებლად ღირს. მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად, ბერლინის სხვადასხვა ადვოკატურაში, გერმანელ ადვოკატებთან ერთად, ადვოკატის დამხმარედ ვმუშაობდი. ამის შემდეგ იყო საქართველოს საელჩო გერმანიაში, სადაც 3-თვიანი პრაქტიკები გავიარე. საელჩოში მიღებულმა პრაქტიკულმა ცოდნამ, დიპლომატიურ სამყაროს უშუალოდ გაცნობამ კიდევ უფრო შემმატა თავდაჯერებულობისა და მიზანსწრაფულობის შეგრძნება”, - ამბობს იურისტი.

თეონა დევიძე ახლა გერმანიასა და ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული სადაზღვევო კომპანია ”ROLAND Rechtsschutz-Versicherungs-AG”-ის უმცროსი მრჩეველი იურისტია.

”იმის გამო, რომ ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა და სადაზღვევო კომპანია დაახლოებით 2 000 თანამშრომელს აერთინებს, მქონდა სურვილი, გამოცდილება ამ დიდ კონცერნში მიმეღო. მომავალისთვის ვფიქრობდი, რომ სადაზღვევო კომპანიაში მიღებული გამოცდილება წარმატებაში უფრო დამეხმარებოდა, ვიდრე საადვოკატო ბიუროში თანაშემწედ მუშაობა. ROLAND Rechtsschutz-Versicherungs-AG-ში მუშაობა ყოველთვის პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. არა მატო მანდანტებთან, არამედ პასუხისმგებლობა უშუალოდ კონცერნთან. ასე მოხდა ცოტა ხნის წინ, როდესაც უფროსი იურისტის პოსტის დაკავება მომიხდა ორი კვირით. პასუხისმგებლობის გაასმაგებული გრძნობა საკუთარი პროფესიონალიზმის შეფასების საუკეთესო საშუალებაა”, - განაცხადა თეონა დევიძემ.

იურისტმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საზღვარგარეთ თავის დამკვიდრების სირთულეებსა და წარმატებისთვის მნიშვნელოვან თვისებებზეც ისაუბრა.

”უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ძალიან დიდ დაბრკოლებებთან ერთად, საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი პროცესია. ის რომ გაქვს ენის, კულტურის, თვითმყოფადობის, მსოფლმხედველობის სხვაობა რთულია, მაგრამ შესაძლებელია მოერგო და აჰყვე იმ ქვეყნისა და საზოგადოების რიტმს, რომელიც დიდ შესაძლებლობებს გაძლევს და თითოეულ შენში ჩადებულ შრომას გიფასებს. წარმატებისთვის მნიშვნელოვანია შრომა და მცდელობა, სრულად გამოიყენო შენი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები”, - ამბობს იურისტი თეონა დევიძე.

თათია ახვლედიანი
კომენტარები (5)
17.06.2017
ნაზი
ძალიან მეამაყები! უცხო ქვეყანაში ენის უმაღლეს დონეზე შესწავლა, განათლების მიღება და უდიდესი პროფესიული წარმატების მიღწევა უდავოდ დასაფასებელია. მიყვარხარ!
17.06.2017
ლიკა
ჩემო უსაყვარლესო თეკუ საამაყო ქართველი ხარ! ღმერთმა გვიმრავლოს ქართველ ერს შენისთანა ახალგაზრდები! მიყვარხარ ცამდე! უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის! ვამაყობ შენით ჩემო ანგელოზო!
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია)შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფინანსური განათლების პროექტი დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.
ქუთაისელმა მარიამ ერაძემ გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯების (UWC) იტალიის, ადრიატიკის ფილიალში 100%-იანი, 70 000 დოლარიანი სასწავლო გრანტი მოიპოვა.
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2017 წლის პირველ კვარტალში 989,4 ლარია.
საქართველო ღვინის ქვეყანაა. ქართველი კაცი მევენახეობასა და მეღვინეობას უძველესი დროიდან ეწევა - ამ პერიოდში შეიქმნა ვაზისა და ღვინის მდიდარი კულტურა და დიდი ჯიშური მრავალფეროვნება.
passportindex.org-ის მიხედვით, გერმანიის და სინგაპურის პასპორტი ყველაზე ძლიერი. 
ფორბსის 2017 წლის მონაცემებით, 200 რუს ბიზნესმენს შორის ქართველი ვიაჩესლავ მირილაშვილი 950 მილიონი აშშ დოლარით 103-ე ადგილზეა.
AMBEBI.GE-ს რედაქციამ 17 წლის ბიჭის წერილი მიიღო, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.
ეკონომიკის დოქტორებისთვის ყოველწლიურად იანვარში იმართება ე.წ. Job Market, სადაც მთელი მსოფლიოს დამსაქმებლები ჩადიან და ხვდებიან დოქტორანტებს, რომლებიც სწავლას რამდენიმე თვეში დაამთავრებენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.06.2017
ქუთაისელმა მარიამ ერაძემ გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯების (UWC) იტალიის, ადრიატიკის ფილიალში 100%-იანი, 70 000 დოლარიანი სასწავლო გრანტი მოიპოვა.
სრულად
15.06.2017
ფორბსის 2017 წლის მონაცემებით, 200 რუს ბიზნესმენს შორის ქართველი ვიაჩესლავ მირილაშვილი 950 მილიონი აშშ დოლარით 103-ე ადგილზეა.
სრულად
08.06.2017
ეკონომიკის დოქტორებისთვის ყოველწლიურად იანვარში იმართება ე.წ. Job Market, სადაც მთელი მსოფლიოს დამსაქმებლები ჩადიან და ხვდებიან დოქტორანტებს, რომლებიც სწავლას რამდენიმე თვეში დაამთავრებენ.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.06.2017
23.06.2017
USD
1
USD
2.4081
2.4080
EUR
1
EUR
2.6841
2.6881
GBP
1
GBP
3.0419
3.0512
RUB
100
RUB
4.0412
4.0271