ჯეფ ბეზოსის ცხოვრება - ადამიანის, რომელიც 6 საათით ბილ გეითსზე მდიდარი გახდა

27 ივლისის დილას Amazon.com-ის აქციები 1,8%-ით გაიზარდა და მისი დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში მოექცა.

თუმცა ბირჟაზე ვაჭრობის დასრულების შემდეგ, 6 საათში, აქციები 3%-ით დავარდა და ბეზოსმა კვლავ დაუთმო უმდიდრესი ადამიანის წოდება გეითსს.

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე ბეზოსი 2017 წლის მარტში აღმოჩნდა. მაშინ მისი ქონება 1,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა და „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, 80,7 მილიარდი დოლაია.

ჯეფრი პრესტონ იორგენსენლიტი 1974 წელს დაიბადა. მშობლები მალევე განქორწინდნენ, მოგვიანებით კი დედამისი კუბელ მიგელ ბეზოსს გაჰყვა ცოლად. მომავალი ბიზნესმენი მაშინ 4 წლის იყო. ბეზოსის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის ბაბუას დედის ხაზთ, ლოურენს პრესტონს, რომელიც აშშ-ის ატომური ენერგიის რეგიონალური კომისიის დირექტორად მუშაობდა სწორედ მან დააინტერესა შვილიშვილი კომპიუტერებით.

ჯეფი მუდამ ახალი რაიმეს გამოგონებით იყო დაკავებული, აინტერესებდა, როგორ იყო ესა თუ ის ნივთი მოწყობილი, ბავშვობიდან კოსმოსი აინტერესებდა.

ბავშვი ხან ქურას გამოიგონებდა, რომელიც მზის სხივზე მუშაობდა, ხან ლაზერებსა და განგაშის ელექტრონულ ზარებს, რომელიც უსაფრთხოების სისტემასავით მუშაობდა და მის და-ძმებს ოთახიდან განდევნიდა.

ბეზოსმა სკოლა წარმატებით დაამთავრა და პრესტონის უნივერსიტეტში ჩააბარა ფიზიკის შესასწავლად, მაგრამ მოგვიანებით ინფორმატიკა და ელექტროსისტემების პროექტირება არჩია. 2010 წელს, ბეზოსი ალმა-მატერში სიტყვით გამოვიდა, სადაც მოჰყვა, თუ როგორ აატირა ბებიამისი როცა აღიარა, რომ ეწევა. ბაბუამისმა მაშინ უთხრა: „ჯეფ, ერთხელ მიხვდები, რომ იყო კეთლი, უფრო რთულია, ვიდრე - ჭკვიანი“.

2 წელი ტელეკომ-სტარტაპში Fitel იმუშავა, შემდეგ მსხვილ ბანკში Bankers Trust გადავიდა, მოგვიანებით კი საინვესტიციო ფონდში D.E. Shaw ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობდა.

ფონდში მან მაკკენზი ტატლი გაიცნო - წყვილმა 1993 წელს იქორწინა.

29 წლის ასაკში ბეზოსმა შესანიშნავი კარიერა აიწყო - ფონდის D.E. Shaw ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტი იყო. თუმცა, თავში იდეა მოუვია, რომლის განხორციელებას სხვის კომპანიაში ვერ შეძლებდა. ბეზოსმა ყურადღება მიაქცია, რომ ინტერნეტმომხმარებლების რიცხვი 1 წელიწადში 2300%-ით გაიზარდა და მიხვდა, როგორ შეეძლო ამის გამოყენება: ინტერნეტით წიგნების გაყიდვა მოინდომა.

ჯერ ერთი, წიგნებს დიდი ტირაჟით გამოსცემდნენ და იდენტური იყო: შეძენამდე მათი დათვალიერება აუცილებლობას არ წარმოადგენდა - საკმარისი იყო ანოტაცია და ყდა გენახა. მეორეც, აშშ-ში წიგნების უმეტესობას 2 მსხვილი დისტრიბუტორი ავრცელებდა და მეწარმეს არ მოუწევდა სხვადასხვა ცალკეულ გამომცემლობასთან მუშაობა. მესამეც, მსოფლიოში ისეთი რაოდენობით წიგნი იბეჭდებოდა, რომ ჩვეულებრივი, ოფლაინ მაღაზია ასეთ მარაგს ვერ დაიტევდა.

ჯეფ ბეზოსი: „დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ინტერნეტის დაბადებას, და თუკი ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, Amazon.com-ის წარმატების მომსწრენიც გავხდებით. დღეს ონლაინ-ვაჭრობა მომხმარებელს დროსა და თანხებს უნარჩუნებს. ხვალ კი პერსონალიზაციის დახმარებით, ონლაინ-ვაჭრობა დააჩქარებს ძიების პროცესს. Amazon.com იყენებს ინტერნეტს, რათა კლიენტებისთვის ნამდვილი ფასეულობა შექმნას და ამის წყალობით ნამდვილი, მყარი ბრენდის შექმნას იმედოვნებს“.

ბეზოსი ცოლთან ერთად სიეტლში გადავიდა საცხოვრებლად, საკუთარი კომპანიის ჩასაშვებად. თავიდან, მათ 300 000 დოლარი ჩადეს საქმეში - ეს ფული ბეზოსს დედამ და მამინაცვალმა აჩუქეს. პირველი თანამშრომელი შელ კაფანი გახდა. ოფისის ფული არ ჰქონდათ და თავიდან ყველა ბეზოსის სახლის ავტოფარეხში მუშაობდა, შემდეგ სარდაფი დაიქირავეს.

პირველი სამუშაო მაგიდა ბეზოსმა ხის კარისგან ააწყო, დღემდე მისი კომპანიის მაგიდები ხის დაფებისგანაა. ბიზნესმენი ეკონომიურია და Amazon ძვირადღირებულ ავეჯს ხელმძღვანელობისთვისაც არ იყენებს.

თუმცა, როდესაც საქმე რაიმე მნიშველოვანს ეხება, ბეზოსი გულუხვობას იჩენს. Amazon-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა 100 ათასი დოლარი სთხოვა ბიზნესმენს - ვაშინგტონის შტატში ერთსქესიანთა ქორწინების უფლების მოპოვებისთვის რეფერენდუმის ჩასატარებლად. ამ თანხის ნაცვლად, ბეზოსმა და მისმა ცოლმა (ახლა უკვე წარმატებულმა მწერალმა) 2,5 მილიონი დოლარი შესწირეს. ბეზოსების საოჯახო ფონდი ინსტიტუტებს, მუზეუმებს, სამეცნიერო ცენტრებსა და საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებს.

მაგრამ დავუბრუნდეთ 1995 წლის 16 ივლისს, როცა ჯეფ ბეზოსმა თავისი საიტი ჩაუშვა. პირველი 30 დღე ის სარეკლამო მხარდაჭერის გარეშე მუშაობდა, მაგრამ Cadabra.com-ზე შეკვეთების რაოდენობა ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ სერვერი დატვირთვას ვერ უძლებდა. უკვე სექტემბრისთვის, ყოველკვირეული შემოსავალი 20 ათას დოლარს აჭარბებდა და შეკვეთები ამერიკის გარდა, კიდევ 40 ქვეყანაში იგზავნებოდა.

ამჟამინდელ სახელწოდებას კომპანია მსოფლიოში უდიდეს მდინარეს უნდა უმადლოდეს. სიტყვა Amazon კიდევ რამდენიმე მიზეზით არის კარგი: ჯერ ერთი, ანბანის პირველი ასოდან იწყება, ამიტომ კომპანია კატალოგების პირველ პოზიციაზე იყო განთავსებული.

ლოგოტიპზე ისარი A-დან Z-მდე ნიშნავს, რომ Amazon-ის მომხმარებელი აქ ყველაფერს იპოვნის ა-დან ზეტ-ამდე.

ანალიტკოსები Amazon-ს 1 წლის განმავლობაში კრახს უწინასწარმეტყველებდნენ, თანაც ამ დროს დოტქომების კრიზისი მოხდა და უამრავი ინტერნეტ-კომპანია გაკოტრდა. 2001 წლის სექტემბერში Amazon-ის აქციები 5 დოლარად იყიდებოდა - 20-ჯერ იაფად, ვიდრე 1996 წელს, პიკის დროს. მაგრამ წლის ბოლო კვარტალი მომგებიანი გამოდგა - პირველად, კომპანიის 6-წლიანი არსებობის მანძლზე.

2013 წელს კი, 12 წლის მერე, რაც Washington Post-მა ამაზონის დამფუძნებლის ფინანსურ პრობლემებზე დაწერა, ბეზოსმა უბრალოდ 250 მილიონი დოლარი გადაიხადა „ვაშინგტონ პოსტის“ შესაძენად.

1-წლიანი მუშაობის შემდეგ მაღაზიაში კომპაქტ-დისკები, ტანსაცმელი და ელექტრონიკა გამოჩნდა. დღეს Amazon.com საქონლის 30-ზე მეტ კატეგორიას მოიცავს. Amazon-ის ღირებულებამ 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ასეთ შედეგს ადრე მხოლოდ Apple, Alphabet და Microsoft-მა მიაღწია.

ბეზოსს აგრესიული კონკურენცია უყვარს. როდესაც კომპანიას Quidsi დაუპირისპირდა, რომელიც საბავშო საქონელს ჰყიდდა, Amazon-მა ფასდაკლების პროგრამა ჩაუშვა ახალგაზრდა დედებისთვის და მომხმარებელს გაცილებით დაბალი ფასები შესთავაზა. 2010 წელს ოპონენტები იძულებული გახდნენ, კომპანია ბეზოსისთვის მიეყიდათ 550 მილიონ დოლარად.

ბოლო 2 წლის განმავლობაში Amazon-ის თავს ერთი მეორეზე უკეთესი ამბებია - 2015 წლის სექტემბერში ჯეფ ბეზოსი ამერიკის უმდიდრესი ადამიანების ათეულში მოხვდა, 2016 წლის ივლისში, კომპანიის სუფთა მოგება ნახევარი წლის განმავლობაში 39-ჯერ გაიზარდა. დღეს კი ის მსოფლიოს ნომერ მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია.

დუდანა ზაქარაია

იხილეთ აგრეთვე:

ჯეფ ბეზოსი ერთი დღით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა

6 წარმატებული კომპანია, რომლებმაც ბიზნესი ავტოფარეხში დაიწყეს

ნოვატორები, რომელთაც ჩვენი ცხოვრება შეცვალეს