ვინ გახდა facebook-ის თანამშრომელი საქართველოდან

კომპანია Facebook-ის თანამშრომელი საქართველოდან ნინი ნუცუბიძე გახდა. იგი იმ ჯგუფის წევრი იქნება, რომელიც დსთ-ს ქვეყნებზე მუშაობს და მონაცემთა ანალიზით დაკავებულ გუნდს კომპანიას მონაცემთა ოპტიმიზაციასა და გამოწვევების გადაჭრაში დაეხმარება.

bpn

უფრო კონკრეტულად, მის მოვალეობაში შესაძლო შეურაცხყოფების შემთხვევების განხილვა, მომხმარებლის ანგარიშებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა, სერვისის გაუმჯობესება და თემატუ რი გლობალური საკითხების მოგვარება შევა.

ნინიმ სიახლის შესახებ საზოგადოებას Facebook-ის საშუალებით თავადვე აუწყა.

Facebook-მა ვაკანსია ერთი თვის წინ გამოაცხადა. ამის შესახებ bpn-ც წერდა. აპლიკანტს შემდეგი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა: ბაკალავრის და/ან მაგისტრის ხარისხი ან ექვივალენტური გამოცდილება (მათემატიკის ან სამეცნიერო დისციპლიების ცოდნა სასურველია); სტრატეგიული აზროვნება; პრობლემის გადაჭრის ძლიერი ანალიტიკური და კრეატიული უნარები; Facebook-ისა და Instagram-ის საზოგადოების დახმარების ძლიერი სურვილი; კომუნიკაციისა და კოლაბორაციის მაღალი დონე; ცვალებად გარემოსთან შეგუება; ტექნოლოგიური და მონაცემთა ანალიზისთვის აუცილებელი პროგრამების ცოდნა და ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.