13 წლის წინ ჰალილ რაფატი მძიმე ნარკოდამოკიდებული და უსახლკარო იყო. დღეს ის მილიონერია.
ჰალილი კომპანია SunLife Organics-ის მფლობელია. რაფატის მზიან მალიბუში და ლოს ანჯელესის ექვს სხვადასხვა წერტილში წვენის ბარები აქვს. მისი ბარები, სადაც დევიდ დუხოვნისა და Red Hot Chili Pepper-ის ფრონტმენს, ენტონი კიდისს უყვართ სიარული, ორი წვენის გამო შემდგარი უზარმაზარი რიგების გამო გახდა პოპულარული: „სიცოცხლის ელექსირი“ და „ბედნიერი“. 46 წლის რაფატიმ სულ რაღაც 5 წელიწადში მოახერხა წვენების და სხვა ჯანსაღი სასმელების იმპერიის აშენება, რომლებმაც მისი თქმით, სიცოცხლე გადაურჩინეს.
როდესაც ჰალილი ლოს ანჯელესში თავისი მშობლიური ტოლიდოდან (ოჰაიოს შტატი) პირველად ჩავიდა, თითქოს და მისი ყველა ოცნება უნდა ასრულებულიყო. მშობლიური სახლიდან გამოიქცა, სადაც წარსული და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული მოგონებები არ ასვენებდა. ლოს ანჯელესში სპორტული ავტომობილის ნაწილებით დაიწყო ვაჭრობა. საქმე საკმაოდ კარგად მისდიოდა. მაგრამ გარდა ლეგალური ბიზნესისა, რაფატი ასევე მარიხუანას, ექსტაზისა და კეტამინს ჰყიდდა პარალელურად. ერთხელაც მან ჰეროინი გასინჯა. სწორად ამ ნარკოტიკის ეფექტმა გამოიწვა მასში იმ უდარდელი ცხოვრების ილუზია, რისკენაც ყოველთვის მიისწრაფოდა და სწორედ ამიტომაც სურდა ამ „სამყაროში“ ხშირად დაბრუნება.
ძალიან მალე რაფატი ჰეროინზე დამოკიდებული გახდა და ერთხელ კინაღამ გარდაიცვალა ზედმეტი დოზირების გამო. 2003 წელს კი ლოს ანჯელესის ციხეშიც მოხვდა. სწორედ იქ გადაწყვიტა, თავი ხელში აეყვანა და ჯანმრთელობისთვის მიეხედა. ერთ-ერთმა მეგობარმა ასწავლა თუ როგორ შეიძლება ჯანსაღი საკვებისა და სასმელის დამზადება.
რაფატი წამიერმა ეფექტმა იმდენად მოხიბლა, რომ თავისი პაციენტებისთვის და რივეირეას სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის ახალი რეცეპტების გამოგონება დაიწყო. სწორად ასე დაიწყო დღეს უკვე ცნობილი წვენების წარმოება. ის ხალხიც, ვინც კი არ მუშაობდა ან მკურნალობდა ამ ცენტრში, იმდენად მოიხიბლა მისი წვენებით, რომ რეგულარულად მოდიოდა მათ დასაგემოვნებლად.
„ჩემი წვენები ძალას მატებდნენ პაციენტებს. ადამიანი, რომელიც ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას ნარკოტიკული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შემდეგ, აპათიითა ან უხალისობით იტანჯება. ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ გამაჯანსაღებელი და ძალისმიმცემი წვენები“, - ამბობს ჰალილი.
ძალიან მალე რაფატის ჯადოსნური წვენების ამბავი მთელ მალიბუს მოედო და გადაწყვიტა გაეხსნა საკუთარი წვენების ბარი. მეგობრის მხარდაჭერისა (რომელიც პროფესიონალური მოთამაშე იყო) და 50 000 დოლარის მეშვეობით მან ოცნება აისრულა. როდესაც პირველ დაწესებულებას ხსნიდა, მხოლოდ „სიყვარული, განკურნება და შთაგონება“ სურდა.
სწორედ ეს სამი სიტყვა არის დატენილი რაფატის წვენების ქსელში მომუშავე პერსონალის უნიფორმაზე. დღეს რაფატის ბარებში 32 სახეობის წვენი, პროტეინული შეიკები, სმუზი , ყავა, დესერტები და ასევე გაყინული იოგურტი იყიდება. მომსახურე პერსონალად რაფატი ირჩევს ადამიანებს იმავე პრობლემებით, რომელიც თავად ჰქონდა 13 წლის წინ.
დუდანა ზაქარაია