ლადო გურგენიძე 4finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე ევროპის უდიდესი ონლაინსესხების კომპანიის 4finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გურგენიძე ჯგუფს მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა, ხოლო თავმჯდომარის პოსტზე ნიკ ჯორდანი რამდენიმე დღის წინ შეცვალა.

4finance 2008 წელს დაარსდა და დღეის მდგომარეობით 17 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს.