ჯენიფერ გეითსი მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადგილზე მყოფი ბილ გეითსისა და მირანდა გეითსის უფროსი შვილია.
1980 წლიდან მოყოლებული ბილ გეითსი და სტივ ჯობსი ტექნოლოგიურ სამყაროში ერთმანეთს მშფოთვარე კონკურენციას უწევენ. ორივე ცდილობდა, რომ მათი ტექნიკა მსოფლიოში საუკეთესო ყოფილიყო.
დღეს ისტორია ერთგვარად მეორდება, 21 წლის ჯენიფერ გეითსი და 19 წლის ევა ჯობსი ცხენოსნობაში არიან კონკურენტები.
„ბიზნესინსაიდერი“ ჯენიფერ გეითსის გლამურულ ცხოვრებას წარმოგიდგენთ:
მილიარდერი ბილ და მელინდა გეითსის უფროსი შვილი, ჯენიფერ გეითსი 1996 წლის 26 აპრილს დაიბადა. მას ორი უმცროსი ძმა, რორი და ფობე ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ცნობილი Microsoft დაარსებით გახდა, შვილები კომპიუტერთან შეზღუდულ დროს ატარებდნენ. გარდა ამისა, მამის მოთხოვნით, ბავშვებს საკუთარი ტელეფონები 14 წლამდე არ ჰქონიათ.
ჯენიფერ გეითსმა სიეტლის Lakeside-ის კერძო სკოლაში ისწავლა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი იგი სტენფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
ჯენიფერი გეითსი ჯირითით 6 წლიდანაა გატაცებული. მან საცხენოსნო სკოლაც კი დაამთავრა. მის ცხენს ალექსი ჰქვია. ბილ გეითსმა ქალიშვილს გატაცების მხარდასაჭერად ველეგტონის შტატში, ფლორიდაში მდიდრული საცხენოსნო უყიდა, რომელშიც როგორც მაიამის ახალი ამბების სააგენტოები წერენ, 37 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ჯენიფერ გეითსი საცხენოსნო შეჯიბრში კონკურენციას უწევდა ევა ჯობსის, მაიკლ ბლუმბერგის ქალიშვილს ჯორჯიანას, ბრიუს სპრინგსტინის ქალიშვილს ჯესიკას და სტივენ სპილბერგის ქალიშვილს დესტრიტს.
კოლეჯის სტუდენტი ასევე გატაცებულია მოგზაურობით, მის ინსტაგრამზე შეგხვდებათ ფოტოები ქუვეითიდან, ბარსელონადან და ავსტრალიიდან.
ბილ გეითსი შვილების ცხოვრებაში არ ერევა, რადგან თვლის, რომ ცხოვრებაში მათ საკუთარი გზა აქვთ. 2011 წელს ბილ გეითსმა Daily Mail-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ქონებიდან შვილები მხოლოდ მცირედს მიიღებენ, ამიტომ თავისი გზა თავად უნდა იპოვონ. „ფორბსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ბილ გეითსის ქონება 92.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.