ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიარდერების ცოლები

როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ მსოფლიოს უმდიდრესის ადამიანების ყველაზე ლამაზი მეორე ნახევრები.

ცნობილი ადამიანების ცხოვრება ყოველთვის ყველას აინტერესებს.

ვებ-გვერდი hooch.net წარმოგიდგენთ ქალბატონებს, რომლებიც მდიდარ მამაკაცებზე არიან ან იყვნენ დაქორწინებულები.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

„ფეისბუქის“ 32 წლის გენერალური დირექტორი და დამფუძნებული მარკ ცუკერბერკი დაახლოებით 44 მილიარდის მფლობელია. ცუკერბერგი 2012 წელს პრისცილა ჩანზე დაქორწინდა. მეუღლის მსგავსად ჩანმაც ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა. 2008-2012 წლებში სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში პედიატრიას სწავლობდა. 2015 წელს კი მისი პედიატრიული რეზიდენცია გაიხსნა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ.

პრინცი ალ-ვალიდ ბინ ტალალი და პრინცესა ამერა ალ-ტაველი

პრინცი 17 მილიარდი დოლარის მფლობელია. საუდის არაბეთის პირველი მეფის შვილიშვილი ბიზნესმენი და ინვესტორია. 2015 წელს „ფორბსის“ მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 41-ე ადგილზე მოხვდა. ის თავის მესამე ცოლს ამერას მაშინ შეხვდა, როცა ის 18 წლის იყო. ამერა ცნობილია როგორც აქტივისტი და ქალთა უფლებების დამცველი. მას სურს, რომ პირველი ქალი იყოს, რომელიც მანქანის მართვის უფლებას მოიპოვებს. მისმა საჯარო განცხადებებმა, ქმრის ძმის პრინცი ხალიდის გაღიზიანება გამოიწვია. ხალიდი თავის ძმას აფრთხილებდა, რომ გაეკონტროლებინა ცოლი. წყვილი 2013 წელს ერთმანეთს დაშორდა.

ევან სპიგელი და მირანდა კერი

27 წლის ევან სპიგელი უკვე 4.3 მილიარდის მფლობელია. „სნაპჩატის“ დამფუძნებელმა ივან სპიგელმა წარმატებას ჯერ კიდევ მაშინ მიაღწია, როდესაც სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მან 33 წლის ვიქტორია სეკრეტის მოდელ მირანდა კერისთან შეხვედრა 2015 წელს დაიწყო და ისინი მალევე დაინიშნენ. 2017 წელს კი დაქორწინდნენ.

ბრაიან ჩესკი და ელიზა პატელი

Airbnb-ის დამფუძნებელმა ბრაიან ჩესკიმ 10 წლის განმავლობაში 3.3 მილიარდი დოლარის მოგროვება შეძლო. 2007 წელს დიზაინის როდოს სკოლის დამთავრების შემდეგ ბრაიანი უმუშევარი იყო, როდესაც ელიზა პატელს შეხვდა. ახალგაზრდები იოგაზე ერთად დადიან და ვიქენდსაც ერთად ატარებენ.

ჯეიმს და პეტრა სტანტები

ჯეიმს სტანტი ბრიტანელი მილიარდერია, რომელსაც 3 მილიარდი აქვს. სტანტი ცნობილია როგორც ხელოვნების ნიმუშების დილერი, რომელიც ძვირად ღირებულ ნივთებს აგროვებს. თუმცა მის გარშემო ერთი კითხვა ტრიალებს, საიდან იშოვა 3 მილიარდი დოლარი? მისი მეუღლე დიზაინერი პეტრა სტანტი ბრიტანელი მილიარდერის ფორმულა ერთის გენერალური დირექტორის შვილია. ისინი 2011 წელს დაქორწინდნენ და მათი ქორწილი 12 მილიონი დოლარი დაჯდა.

ტომ და ჰოლი გორები

ტომ გორმა 3.9 მილიარდის გამომუშავება თავისი კომპანია Platinum Equity-ის დაფუძნებით შეძლო. ის დაიბადა ისრაელში და გაიზარდა მიჩიგანში, დაამთავრა მიჩიგანის უნივერსიტეტი. ის თავის მეუღლეს მანამდე შეხვდა, ვიდრე დიდ ფულს იშოვნიდა, მათ სამი შვილი ჰყავთ.

მაიკლ შუმახერი და კორინა ბეტცი

ფორმულა პირველის გერმანელმა მრბოლელმა მაიკლ შუმახერმა პენსიაზე გასვლამდე 800 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო. იგი შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. 49 წლის მრბოლელი ბედნიერ ვარსკვლავზეა გაჩენილი, რადგან მიუხედავად 2013 წლის დეკემბერში საფრანგეთის ალპებში სრიალისას მიღებული მძიმე ტრავმისა, მაინც გადარჩა. შემთხვევიდან წლების შემდეგ შუმახერს მკურნალობა ისევ უწევს, თუმცა მეუღლე კორინა და ორი შვილი მხარში უდგანან. მისი შვილი მიკი მამის კვალს მიყვება, გოგონა კი ცხენების ჯირითში უკვე მსოფლიო ჩემპიონია.

ილონ მასკი და ამბერ ჰერდი

ილონ მასკი გამომგონებელი და მეწარმეა. იგი SpaceX და tesla motors დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ტესლა პირველი ავტომობილია, რომელიც ელექტრო ძრავაზე მუშაობს. „ფორბსის“ ყველაზე ძლიერი ადამიანების რეიტინგში მასკმა 21-ე ადგილი დაიკავა. მსახიობ ამბერ ჰერდის მასკისთან შეხვედრამდე ჯონი დეპთან ორწლიანი ქორწინება აკავშირებს. ილონ მასკი დაქორწინებულია სამჯერ (ორჯერ - ერთსა და იმავე ქალზე.)