ავსტრალიის უმდიდრესი ადამიანი დეპრესიის გამო ბიზნესიდან წავიდა

ავსტრალიის სათამაშო ბიზნესის მაგნატმა და ერთ დროს ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯეიმს პეკერმა ბიზნესიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

2006-2007 წლებში ამ ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს კომპანია Crown Resorts Ltd-ს დირექტორთა საბჭო ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, - წერს The Australian.

მისი წარმომადგენელის განცხადებით, 50 წლის პეკერი ჩამოშორდება ყველანაირ ბიზნეს საქმიანობას. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება, თუმცა როგორც The Guardian წერს, პეკერი დეპრესიას 2000 წლიდან ებრძოდა. ის Crown Resorts-ის დირექტორთა საბჭოში გასული წლის აგვისტოში დაბრუნდა, მანამდე კი კონცენტრირებული იყო სხვა პროექტებზე და ნაკლებ ყურადღებას აქცევდა საოჯახო ბიზნესს.

Forbes-ი პეკერის ქონებას 4 მილიარდად აფასებს. ის გახლავთ Crown Resorts-ის უმსხვილესი აქციონერი, რომელიც მართავს კაზინოებს ავსტრალიასა და ლონდონში. პეკერმა და მისმა დამ გრეტელმა აღნიშნული ბიზნესი მემკვიდრეობით მამისგან მიიღეს და პეკერი ამ ბიზნესს 1998 წლიდან მართავდა. მისი ბიზნესიდან წასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე Crown Resorts-ის აქციების ფასი ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად შემცირდა 1,7%-ით და მისმა კაპიტალიზაციამ 6,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია