რა ქონებას ფლობს 29 წლის თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება

აჭა­რის მთავ­რო­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე ეყო­ლე­ბა.პარ­ტია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ზუ­რაბ პა­ტა­რა­ძის შემ­ცვლე­ლად 29 წლის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­მო­ა­ყე­ნა ისე, რომ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნას ნატო-ს სა­მი­ტის შემ­დეგ გეგ­მავ­და.

მმარ­თველ გუნდში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პრე­ზი­დენ­ტი არ შე­ეც­დე­ბა რე­გი­ონ­ში კრი­ზი­სის შექ­მნას და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­დატს მხარს და­უ­ჭერს.

"მას­თან აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მქო­ნია, თუმ­ცა ბა­ტონ თორ­ნი­კეს რო­გორც კარგ მე­ნე­ჯერს ახა­სი­ა­თე­ბენ. თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა აქვს, მას ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და მისი გა­მოც­დი­ლე­ბა მაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ახალ­გაზ­რდა ხელ­მძღვა­ნე­ლი ეყო­ლე­ბა აჭა­რას" - გა­ნა­ცხა­და ინ­ფას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა.

რიჟ­ვა­ძე დე­პუ­ტა­ტებ­მა აჭა­რის მთავ­რო­ბის პოსტზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­რად­გი­ნეს. მისი თქმით, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან მი­ი­ღო. მო­მა­ვალ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა მთავ­რო­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბიც და­ა­ნონ­სა.

"ჩვენ დე­ტა­ლუ­რად და ყუ­რა­დღე­ბით გა­ვივ­ლით ყვე­ლა იმ საკ­ვან­ძო ფი­გუ­რას, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში უნდა იყოს და შევ­ჯერ­დე­ბით, რა თქმა უნდა, უმაღ­ლეს საბ­ჭოს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, იმ შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც თავს გა­არ­თმევს ადეკ­ვა­ტუ­რად იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლე­ბიც რე­გი­ონ­შია. პერ­სო­ნა­ლი­ებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­დგე­ნის შემ­დეგ" - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ რე­გი­ონ­ში ცალ­კე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო.

"მინ­და, გა­მოვ­ხა­ტო სრუ­ლი მზა­ო­ბა იმ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის, რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა. ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს გარ­კვე­ულ პრო­ცე­დუ­რებს, რა­საც ჰქვია პრე­ზი­დენ­ტის მიერ ჩემი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა. ამ წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მე მზად ვარ, წარ­ვად­გი­ნო მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, ასე­ვე, ის სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა, რომ­ლი­თაც ვი­მოქ­მე­დებთ აჭა­რის რე­გი­ონ­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მო­ვახ­დი­ნოთ ხა­რის­ხობ­რი­ვი და თვი­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი და სწო­რედ ახა­ლი სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა ამ პრი­ო­რი­ტე­ტებს გა­უს­ვამს ხაზს“ - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­დატ­მა.

29 წლის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს გა­უქ­მე­ბამ­დე კი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებ­და.

2013 -2017 წლებ­ში რიჟ­ვა­ძე "აჭა­რის­წყა­ლი ჯორ­ჯი­ას" მრჩე­ვე­ლი, შემ­დეგ კი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი იყო. ეს კომ­პა­ნია მდი­ნა­რე აჭა­რის­წყალ­ზე ჰიდ­რო­ე­ლეტ­რო­სად­გუ­რებს აშე­ნებს.

იხილეთ გაგრძელება