სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულების ხელფასები, პრემიები და დანამატები კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმ ჩინოვნიკებზე, რომელთაც ხელფასის სახით ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე მაღალი შემოსავალი მიიღეს.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერზე დიდი ხელფასი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს, თამარ ქალდანს.
ცნობისთვის, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 51 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
თამარ ქალდანმა დეკლარაცია მიმდინარე წლის 28 ნოემბერს შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, 2017 წელს თამარ ქალდანის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე 81 250 ლარი შეადგინა, ეს თვეში 6 770 ლარია.
გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სახელზეა რეგისტრირებული დუშეთში, სოფელ მჭადიჯვარში, 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც დეკლარაციის თანახმად, 2011 წელს მემკვიდრეობით გადეცა. ასევე მის საკუთრებაშია 2009 წელს შეძენილი ავტომობილი, ფოლცვაგენ ჯეტა, (გამოშვების წელი 2005), რომლის ღირებულება 10 000 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარიიის თანახმად, თამარ ქალდანის სახელზეა: თი ბი სი ბანკის ანგარიშზე მიმდინარე- 8 500 ლარი, 43, 61 დოლარი, საკრედიტო- 2400 ლარი, სახელფასო - 16316,05 ლარი, 400დოლარი და 1158,47 ევრო. ვითიბი ბანკში კი სახელფასო -2356,63 ლარი.
რაც შეეხება, სხვა საქმიანობიდან მიღებულ ანაზღაურებას, თამარ ქალდანი რამდენიმე უნვერსიტეტში მიწვეული პროფესორია, საიდანაც 1 წლის განამვლობაში მიღებული აქვს: ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში - 1660 ლარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 718,75 ლარი, კავკასიის უნვერსიეტეტში - 1112,5 ლარი, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში - 2200 ლარი.
გარადა ამისა, თამარ ქალდანი სახელზეა 3000 ლარის ღირებულების ანაბარი.
გასული წლის 1-ლი აინვრიდან თამარ ქალდანს გადახდილი აქვს სასტუმროს მომსახურების საფასური ( არასწორი ჩამოჭრით) 2504,64 ლარი, შვილის სწავლის საფასური - 2750 ლარი, სესხი - 3000 ლარი, LA PhD სწავლის გადასახადი - 5000 ლარი, არასწორად ჩამოჭრილი და გაპროტესტებული სასტუმროს მომსახურების საფასურის უკან დაბრუნება (კურსთაშორისი სხვაობის გათვალისწინებით) - 2421,53 ლარი.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, თამარ ქალდანს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. მეუღლე, ლევან მოსახლიშვილი ფობს 140,92 კვ.მ ბინას, თბილისში ალ. ყაზბეგის გამზირზე, რომელიც 2008 წელს 81700 დლარად არის შეძენილი. 384 კვ.მ მიწის ნაკვეთს კოჯორში, რომელიც ნასყიდობით არის გაფორმებული, თუმცა ღირებულება მითითებული არ არის. 19, 153 კვ.მ ფართობის აგარაკს დაბა კოჯორში, რომლის ღირებულებაა 33000 დოლარი. ასევე, 740 კვ.მ მიწის ნაკვეთს მცხეთაში, სოფელი ცხვარიჭამიაში, 5000 დოლარის ღირებულების.